#კულტურა #ცნობილები #კინო

კეროლინ ბესეტის და ჯონ კენედი-უმცროსის ისტორიაზე სერიალს გადაიღებენ

გაზიარება:

გასული საუკუნის ერთ-ერთი საკულტო წყვილის ცხოვრების, სიყვარულისა და ტრაგიკული გარდაცვალების შესახებ სერიალს გადაიღებენ, თუმცა ყველაფერი ისე მარტივად არ არის როგორც ერთი შეხედვით ჩანს. შოუს შემქმნელი რაიან მერფი იქნება და საკმარისია მისი სახელის გაგონება, რომ თავში ყველაზე არაორდინალური საშინელებათა ჟანრის ქმნილებები ამოგვიტივტივდება. American Horror Story-ს ანთოლოგიები კიდევ უფრო საინტერესოდ გრძელდება.

American Love Story-ს რამდენიმე სეზონი ექნება, თითოეული მათგანი საკულტო წყვილის შესახებ მოგვითხრობს, რომლებმაც მსოფლიოს გარშემო ათიათასობით ადამიანის გული მოიგეს. პირველი ისტორია ჯონ კენედი-უმცროსის და კეროლინ ბესეტის შესახებ მოგვითხრობს, ამერიკის პრეზიდენტიც ვაჟისა და მისი ურთიერთობის, სიყვარულის ისტორიის, საიდუმლო ქორწილის და ავიაკატასტროფაში, ტრაგიკულად დაღუპული წყვილის შესახებ.

ჯერჯერობით უცნობია, როდის გამოვა American Love Story-ს პირველი სეზონი და როდის მოგვეცემა საკულტო წყვილის ისტორიით ტკბობის საშუალება, თუმცა დარწმუნებული ვართ, რომ ეს პროექტი ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც რაიან მერფის სხვა ქმნილებები და მას მაყურებელი ნახვისთანავე შეიყვარებს.

ზევით