ჭორიკანა ბრუნდება

gossip girl ახალი სერიები

8 წელი გავიდა, New York-ს თინეიჯერების ახალი თაობა ყავს, სრულიად განსხვავებული იმათგან, ვისი ყურებაც ასე ძალიან გვიყვარდა - სერენა ვან დერ ვუდსენი, დენი, ბლერი, ჩაკი. დიახ, 8 წელი გავიდა და ბევრი რამ შეიცვალა. დღეს ახალგაზრდების ცხოვრება ახალ ციფრულ ფორმატზე ვითარდება. ახლა, ამ წუთას, მსოფლიოს უმეტესი ნაწილი გაჯეტებშია თავჩარგული და სოციალურ ქსელებში იქექება, იქ ეძებს, იქ კითხულობს, იქ უყურებს, უყვარდება, იგებს და აგებს ომებს სხვადასხვა ასპარეზზე. მოკლედ რომ ვთქვათ, „ჭორიკანა“ რომელიც 8 წლის შემდეგ დაბრუნდა იერცვლილი და ისეთია, როგორც დღევანდელ ახალგაზრდებს შეეფერება.

ჭორიკანას ახალი სერია

Gossip Girl ეკრანებზე ახალი სამსახიობო გუნდით ბრუნდება. როგორც სხვადასხვა წყაროებიდან ვიგებთ, სიუჟეტის ძირითადი ხაზი ნიუ-იორკის პრესტიჯული სკოლის ახალი თაობის მოსწავლეებზე იქნება აგებული, რომელთა ცხოვრებაზე ამჯერად სოციალურ ქსელებს აქვს უზარმაზარი გავლენა.

gossip girl reboot

გაინტერესებს ვინ იქნება ახალი - სერენა ვან დერ ვუდსენი? ის ემილი ელინ ლინდი იქნება, ამერიკელი მსახიობი, რომელიც მეორეხარისხოვანი როლებითაა ცნობილი. ასევე „ჭორიკაში“ ვიხილავთ რამდენიმე ახალს სახე - უიტნი პიკი, ელი ბრაუნი, ჯონათან ფერნანდესი და ჯეისონ გოტეი. როდის ველოდოთ „ჭორიკანას“? როგორც ამბობენ გადაღებებზე დიდი როლი ითამაშა მსოფლიოში არსებულმა პანდემიამ. იმედი დავიტოვოთ, რომ 2021 წელს HBO-ზე ახალი „ჭორიკანა“ მოგვესალმება.

ზევით