#კინო #მოდა

კოკო შანელი - მოდის სამყაროს რევოლუციონერი დიზაინერი

გაზიარება:

1883 წლის 19 აგვისტოს ქვეყანას მოდის სამყაროს ერთ-ერთი უმთავრესი ფიგურა - გაბრიელ ბონეერ კოკო შანელი მოევლინა. თავისუფლების დიდი ქომაგი და საკუთარ საქმეზე შეყვარებული, ბრძენი და გულუხვი ქალი Chanel-ის სახლის იმპერიის სულისჩამდგმელი გახლდათ. გაბრიელ შანელი იყო რევოლუციონერი, რომელმაც თავისი ბრწყინვალე იდეებით მოდის სამყარო სამუდამოდ შეცვალა, მან ქალებს საშუალება მისცა ყოფილიყვნენ ძლევამოსილნი, სექსუალური და მასკულინური ერთდროულად, ჩამოაყალიბა მომავლის ხედვა და თანამედროვეობას რამდენიმე ათეული ნაბიჯით გაუსწრო.

გაბრიელ შანელი და მისი მემკვიდრეობა დღემდე რჩება შთაგონების ულევ წყაროდ, როგორც დამწყები, ასევე შემდგარი დიზაინერებისთვის, მისი სილუეტები კი ყოველი მოდური ქალის გარდერობის განუყრელ ნაწილს წარმოადგენენ.

1909 წელი

მანამ, სანამ გაბრიელ შანელი სამუდამოდ შეცვლიდა ქალების მოდას, ის ერთ-ერთი ლამაზი ფრანგი გოგონა იყო, ლამაზი ვარცხნილობითა და სამოსით

1913 წელი

პირველი ბუტიკ მაღაზიის გახსნის შემდეგ, დიზაინერმა ზაფხულის დღეები დოვილის რეზორტში გაატარა და ახალი იდეებისა და გეგმების განხორციელებაზე ფიქრობდა.

1920 წელი

მას შემდეგ, რაც კოკომ შეუზღუდავი ნაჭრებისგან დიზაინების შექმნა დაიწყო, ის მის თანამედროვეებს გამოეყო და საკეტებს მიღმა რევოლუციური ტანსაცმლის შექმნას შეუდგა.

1920 წელი

მოდის სახლის ნიშად ქცეული მარგალიტები, თავად გაბრიელ კოკო შანელის პირადი სტილის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდნენ.

1923 წელი

კოკო შანელმა პატარა შავი კაბის კონცეფციით 20-იან წლებში არნახული წარმატება ჰპოვა, რამაც დიზაინერს ბიძგი მისცა შეექმნა ბევრად მეტი და ბევრად განსხვავებული იმისგან, რასაც მისი კოლეგები სთავაზობდნენ საზოგადოებას.

1930 წელი

კოკო შანელს არა მხოლოდ მისი ქმნილებებით, არამედ პერსონალური სტილითაც გამოარჩევდით, როდესაც 1930 წელს კოკო გაშლილ თეთრ შარვალში და ესპადრელებში დააფიქსირეს, ეს უდიდეს მოვლენად იქცა, რადგან ქალის ხილვა შარვალში იმ პერიოდში უიშვიათესი მოვლენა გახლდათ.

1935 წელი

მოდის სახლის ხელწერის ამოცნობა უკვე მაღალი მოდის კოლექციებშიც ნათლადაა შესაძლებელი, რადგან კოკო შანელის კაბები, ერთდროულად კომფორტული და გრაციოზულია.

1958 წელი

კოკო შანელი შეყვარებული იყო იმაზე, რასაც ქმნიდა. ქალებისთვის შეკერილი ეს საკულტო კოსტუმი დღემდე რჩება სათაყვანებელ ერთეულად.

1959 წელი

კოკო შანელს უკანასკნელი შტრიხები შეაქვს მის კიდევ ერთ ღვთაებრივ ქმნილებაში.

1969 წელი

კოკო შანელი საყვარელი ადგილის კიბეებზე მდგარი თავს თეთრი ორეულითა და შავ-თეთრი ფეხსაცმლით იწონებს, ეს უკანასკნელი მოდის სახლის მაღაზიებში დღემდე ხელმისაწვდომია.

ზევით