#კინო

Cruel Intentions მალე სერიალის სახით დაგვიბრუნდება

გაზიარება:

ზუსტად არ ვიცით COVDI 19-ის, ახალი იდეებისა და შთაგონების არ ქონისა თუ ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველიას პრინციპით მოქმედების დამსახურებაა ის ფაქტი, რომ 2021 წელი უბრალოდ წარსულში მოგზაურობას დაემსგავსა. საკაბელო ტელევიზიები და კინოფილმების მწარმოებელი უდიდესი კომპანებიც კი რაიმე ახლის შექმნის ნაცვლად, ათწლეულების წინ გამოშვებული კლასიკის რებუთს, სპინოფსა თუ გაგრძელებას გვთავაზობენ.

რაიან ფილიპი და სარა მაიკლ გელერი

გასულ უიქენდზე ცნობილი გახდა, რომ ეკრანებზე, სულ მალე 1999 წელს გამოშვებული საკულტო ფილმის Cruel Intentions-ის სატელევიზიო რებუთს ვიხილავთ, პროექტის განხორციელება საკუთარ თავზე IMDb TV-მ აიღო. კორელოს დე ლაქტოსის ბესთსელერად ქცეული წიგნის Les Liaisons Dangereuses-ის კინოადაპტაცია ელიტარული კოლეჯის Washington, D.C.-ის მოსწავლე და-ძმის დაპირისპირების შესახებ გვიამბობდა, რომლებიც აკეთებდნენ ყველაფერს, რათა მაღალ ეშელონებში დარჩენილიყვნენ.

სელმა ბლერი და სარა მაიკლ გელერი

1782 წელს გამოსული წიგნი იდეალური მაგალითი იყო იმის, თუ როგორ ახერხებდნენ ელიტის წარმომადგენლები ცდუნების გზით სხვების მანიპულირებას.

რიზ უიზერსპუნი და რაიან ფილიპი

Cruel Intentions-ის ხსენებისას პირველი, რაც თავში აზრად მოგვდის ეს რიზ უიზერსპუნისა და რაიან ფილიპის პერსონაჟების ურთიერთობაა, ეკრანული სიყვარული, რომელმაც რეალურ ცხოვრებაშიც გადმოინაცვლა ორი ათწლეულის წინ დიდი განხილვის საბაბი გახლდათ. რიზმა და რიანმა ქორწინებაში 7 წელი გაატარეს, 2006 წელს ვარსკვლავური წყვილი დაშორდა, მათ საერთო ქალიშვილი ავა ჰყავთ.

სარა მაიკლ გელერი და რაიან ფილიპი

1999 წელს გამოსული ფილმის რებუთის შესახებ ის ვიცით, რომ სცენარზე მწერალი ფიბი ფიშერი იზრუნებს, სარა გუდმანის დახმარებით, სერიალის გადაღებას კი Sony Pictures Television, Amazon Studios და Original Film აიღებენ საკუთარ თავზე, ერთიანი ძალებით.

ზევით