დამალეთ ძაღლები, კრუელა მოდის!

Walt Disney-ის სტუდიამ ფილმის Cruella ტრეილერი გამოაქვეყნა, სადაც მთავარ როლში, ლეკვების მკვლელ ფსიქოპატად ემა სტოუნი გვევლინება. მოქმედება კი 1970-იანი წლების ლონდონში ვითარდება. სტოუნის გმირი მოტოციკლეტს მართავს, უსმენს პანკ-როკს, თმა შავ-თეთრად აქვს შეღებილი და საზიზღრად იცინის. ერთი სიტყვით, ასეთი კრუელა დე ვილი არასდროს გვინახავს!

ფილმის რეჟისორი კრეიგ გილლეპსია, მისი ყველაზე გახმაურებული ფილმი კი 2017 წელს გადაღებული კინოსურათია I, Tonya, სადაც მთავარ როლს მარგო რობი ასრულებს. ფილმმა 46 სხვადასხვა ჯილდო და 120 ნომინაცია დააგროვა, მათ შორისაა Oscar და Golden Globes.

cruella

ფილმი, რომელიც ეკრანებზე 28 მაისს გამოვა,მოგვიყვება იმაზე, თუ როგორ გადაიქცა ახალგაზრდა დიზაინერი ბოროტმოქმედად. ფილმის პრემიერას, ემა სტოუნი სავარაუდოდ უკვე დედის ამპლუაში დაესწრება. შეგახსენებთ, რომ ჰოლივუდის მსახიობი და მისი მეუღლე, სცენარისტი დეივ მაკკერი ბავშვს ელოდებიან. წყვილი გასულ წელს დაქორწინდა.

ზევით