Netflix-ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული გერმანულენოვანი სერიალის Dark-ის ფინალური სეზონის გამოსვლიდან 2 წლის შემდეგ, მისმა შემქმნელებმა ჯანტიე ფრისმა და ბარან ბო ოდარმა ახალი მისტიკური სერიალის ტრეილერი წარუდგინეს მსოფლიოს.
Dark-ის შემქმნელების ახალი სერიალის 1899-ის პირველი ტრეილერი უკვე გამოჩნდა Netflix-ის სოციალურ არხებში და უკვე დანამდვილებით შეგვიძლია იმის თქმა, რომ ერთ-ერთი ყველაზე ჩამთრევი, საინტერესო და ბნელი სერიალის შემოქმედებმა ახალი სერიალის სიუჟეტი უფრო ჩახლართულად და მაგიურად აქციეს.
1899-ში მაყურებელი ემიგრანტების გემზე აღმოჩნდება, რომელიც გასული საუკუნის ბოლოს, ევროპიდან ნიუ-იორკისკენ მიემგზავრება. ბორტზე სხვადასხვა წარმომავლობისა და ეროვნების ადამიანები იყრიან თავს, თუმცა ერთი შეხედვით ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ ადამიანებს მაინც მოეძებნებათ საერთო - „ისინი ყველა რაღაცას გაურბიან“.
მას შემდეგ, რაც სერიალის მთავარი გმირების გემი, ოკეანეში უგზო-უკვლოდ მცურავ „პრომეთეს“ გადაეყრება, სიუჟეტი კარდინალურ შემობრუნებას იწყებს.
მრავალენოვან დრამაში მონაწილეობენ ისეთი მსახიობები, როგორებიც არიან: ემილი ბიჩემი, ანერინ ბარნარდი, ანდრეას პიტშმანი, მიგელ ბერნარდო, მაკეჟ მიუზიალი, ლუკას ლინგგარდ ტონესენი, როზალი კრეიგი, იან გაელი, მატილდა ოლივიე, იზაბელა ვეი, გაბი ვიავარდი, ფ. სხვებს შორის.
ყველა მსახიობი მშობლიურ ენაზე ისაუბრებს.
1899 წელი ერთგვარი ტექნიკური ექსპერიმენტია. მთელი რვა ეპიზოდი, მაშასადამე მთლიანად პირველი სეზონი ,გადაღებულია ვირტუალურ სტუდიაში უახლესი LED-Volume ტექნოლოგიის გამოყენებით, რომელიც იყენებს ვიდეო თამაშების ძრავას ვირტუალური ნაკრებისა და ლოკაციების შესაქმნელად, რაც რთული ვიზუალური ეფექტების კადრების გამარტივებული მეთოდით შექმნის საშუალებას იძლევა.
Netflix-ის მიერ გავრცელებული 1 წუთიანი ტრეილერი მხოლოდ ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რასაც 1899-ის შემქმნელები გვიმზადებენ, ამაში Dark-ის მრავალწლიანი გამოცდილება გვარწმუნებს.
Academy Museum-ში გამართულ კინემატოგრაფიის დღესასწაულის ფონზე გაშლილი წითელი ხალიჩა კაშკაშა ვარსკვლავებმა დაიპყრეს. ერთად გადავავლოთ თვალი ჰოლივუდის გამორჩეული სახეების ავანგარდულ, გლამურულ თუ სადა და ელეგანტურ ლუქებს.
ფილმი, რომელშიც მთავარ როლებს ჩენინგ ტატუმი და ნაომი აკი ასრულებენ, აგვისტოში გამოვიდა, თუმცა პოპულარობა P. Diddy-ს სკანდალის ფონზე მოიპოვა. სოციალურ ქსელებში რეპერსა და ჩენინგ ტატუმის პერსონაჟ, სლეითერ კინგს შორის ავლებენ პარალელს.
გოგონებო, პრინცესას კაბები მოამზადეთ, დედოფალი მია თერმოპოლისი მალე ისევ ეწვევა თავის სამეფოს. უკვე დიდი ხანია ვიცით, „პრინცესას დღიურები“ ტრილოგიით ბრუნდება, თუმცა არ იყო ცნობილი ვიხილავდით თუ არა მასში ენ ჰეთევეის. რამდენიმე დღის წინ კი, მსახიობმა თავად გაგვიზიარა ემოციები მესამე ნაწილში მონაწილეობის შესახებ.