DASH & LILY - სურვილების წიგნაკი

სულ რამდენიმე დღის წინ Netflix-ის კინოთეკაში ახალი ორიგინალური მინი სერიალი - Dash & Lily გამოჩნდა. სერიალის ფიფქებით მოფენილი პოსტერი და სულ რაღაც ერთ აბზაციანი ანოტაცია ყურადღებას მარტივად იპყრობს:

წინასაშობაოდ მორცხვი ლილი და საკუთარი თავის ძიებაში მყოფი დაში, ერთმანეთს მინიშნებებს და მოქმედებებს წითელი წიგნაკის საშუალებით, ნიუ იორკის სხვადასხვა კუთხეებში უტოვებენ.

ამიტომ, როგორც ჭეშმარიტმა დღესასწაულების ჭიამ, სასუსნავი მოვიმარაგე და ყურება დავიწყე. 23 წუთიანი სერიები იუმორით, საშობაო განწყობით, სასიამოვნო მუსიკით და ბევრი სხვა ისეთი ნიუანსითაა გაჯერებული, რომ 8 სერიას ერთი ამოსუნთქვით, სულ რაღაც ერთ საღამოში ნახავთ.

The twelve Days of Dash & Lily - ასე ეწოდება 2010 წელს გამოშვეულ, რეიჩელ კონის და დევიდ ლევითანის ნოველას, რომლის მიხედვითაც მინი სერიალი შეიქმნა, თუმცა ეკრანიზაციაში ბევრი დეტალია შეცვლილი.

ყურადღება! სერიალის სპოილერი!

ორიგინალურ ნაწარმოებში მთავარი გმირები - დაში (ოსტინ აბრამსი) და ლილი (მიდორი ფრანსისი) ასაკით უფრო პატარები არიან, ვიდრე სერიალში. ერთ-ერთ სერიაში დაში ახსენებს, რომ ის უკვე 16 წლისაა. ნოველაში ორივე მათგანი 15 წლამდე ასაკის თინეიჯერია.

სერიალში წითელ წიგნაკში ჩაწერილი პირველი ფრაზაც კი განსხვავებულია. ნოველაში ლილი დაშს შემდეგი წინადადებით იწვევს: “მზად ხარ მხოლოდ წრფელი სურვილისა და მღელვარებისთვის ითამაშო”? ნოველის მიხედვით, ლილის ძალიან უყვარს ცხობა, მაგრამ სერიალში ეს ასპექტი გამოტოვებულია. ნაწარმოებში ლილი თავის გამომცხვარ ორცხობილებს დაშისთვის წითელ წიგნაკთან ერთად ტოვებს.

მოკლედ, თავგადასავლებით აღსავსე მინი სერიალი იდეალრი არჩევანია წინასაშობაო კინო მარათონისთვის. ერთი სუსხიანი საღამო შეარჩიეთ, ცხელი შოკოლადი ორცხობილებთან ერთად მოიმარაგეთ და

Netflix and chill!

ზევით