#კულტურა #კინო

Downton Abbey-ის ფილმი მეორე ნაწილით დაგვიბრუნდება - ყველაფერი, რაც ვიცით

გაზიარება:

თუ კი გეგონათ, რომ ისტორიული დრამის, Downton Abbey მანია დასრულდა, ნამდვილად ცდებოდით, 2015 წელს ფინალში გასული სატელევიზიო სერიებისა და 2019 წელს ეკრანებზე გამოსული პირველი ფილმის შემდეგ, ისტორია გრძელდება და Downton Abbey-ც მეორე ნაწილით გვიბრუნდება.

პრემიერის თარიღი

მნიშვნელოვანი თარიღი საგულდაგულოდ მოინიშნეთ კალენდარში, Downton Abbey-ს მეორე ნაწილის პრემიერა ამა წლის 22 დეკემბერსაა დაგეგმილი. როგორც Focus Features გვატყობინებს, ფილმის გადაღებები 12 აპრილს დაიწყო და ახლაც მზადების პროცესშია.

გამოწვევებით სავსე წლის შემდეგ, როდესაც ადამიანებს ოჯახის წევრებისგან  და მეგობრებისგან შორს უწევთ ყოფნა, სასიამოვნოა იმაზე ფიქრი, რომ საშობაოდ  Downton Abbey-ს საყვარელ პერსონაჟებთან გავერთიანდებით

ორიგინალი სამსახიობო გუნდი ბრუნდება

 ჩვენი საყვარელი მსახიობები, რომლებსაც ორიგინალ სამსახიობო გუნდადაც მოვიხსენიებთ, ჰიუ ბონევილის, ჯიმ კარტერის, მიშელ დოკერის, ელიზაბეტ მაკგოვერნის, მეგი სმიტისა და პენელოპა უილტონის ჩათვლით ეკრანებზე დაგვიბრუნდებიან.

შემადგენლობას ჰიუ დენსი, ლაურა ჰადოკი, ნატალი ბაი და დომენიკ ვესტიც შეუერთდნენ, თუმცა მათი პერსონაჟების შესახებ დეტალებს შემოქმედებითი გუნდი, ჯერაც საიდუმლოდ ტოვებს.

სექუელის გარდაუვალობა

Downton Abbey-ის ფილმის პირველი ნაწილი იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ მისი პრემიერიდან, სულ რამდენიმე კვირაში  The Sun-მა განაცხადა, რომ სექუელის შესახებ მითქმა-მოთქმა უკვე დაწყებული იყო. მართლაც, შოუს ფილმად გაგრძელებამ, 26 დღეში 110 მილიონი ფუნტ სტერლინგი მოგება მოიტანა, ვიმედოვნებთ, რომ 

ზევით