#საზოგადოება

„ძალა ერთობაშია“: საზაფხულო ბანაკი საოკუპაციო ზოლთან მცხოვრები ბავშვებისთვის

გაზიარება:

ბავშვების ადგილი ომში არ არის, არც საოკუპაციო ხაზთან, ისინი შიშში არ უნდა იღვიძებდნენ და დაუვიწყარი თავგადასავლების ძებნისას იმაზე არ უნდა უწევდეთ ფიქრი, რამდენად მიუახლოვდნენ საშიშ ზონას, რომლისაგან მშობლები თავის შორს დაჭერას სთხოვდნენ. ჩვენ შეიძლება ბევრი გარემოება ჩამოვთვალოთ, სადაც ბავშვების ადგილი არ არის და დიდხანს ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ წლებს იმსახურებენ ისინი, თუმცა, სამწუხაროდ, ფაქტი ჯიუტია.

საქართველოს საოკუპაციო ზოლთან, ხურვალეთის, ატოცის, ვარიანისა თუ გუგუთიანთკარის სოფლებში ასობით ბავშვი ცხოვრობს, რომელთა თვალებში ვარსკვლავების აკაშკაშება და მუცლებში პეპლების ტრიალი, თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა. „ჩვენ არ შეგვიძლია შევცვალოთ მათი წარსული, მაგრამ შეგვიძლია შევცვალოთ მათი მომავალი“ - ამ სლოგანით გაერთიანდნენ კომპანია „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“ და ქართული სამოქალაქო საზოგადოება, რათა სულ მცირე 24 ბავშვის ცხოვრება მაინც შეცვალონ უკეთესობისკენ.

კომპანია „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“ ქართული სამოქალაქო საზოგადოებასთან პარტნიორობით 20 ივნისიდან 9 ივლისამდე საოკუპაციო ზოლთან მცხოვრები 12-დან 15 წლამდე ბავშვებისთვის საზაფხულო ბანაკი „ძალა ერთობაშია“ აამოქმედებს. საოკუპაციო ხაზის სოფლებში მცხოვრები 24 ბავშვი ზაფხულის ორ კვირას ბორჯომის ხეობის უნიკალურ ბანაკში გაატარებს.

პროექტის იდეა ორი თვის წინ გაჩნდა. დავით ქაცარავას და ეგორ კუროპტევის შემოთავაზებას მხარი  კომპანია „კოკა-კოლამ ბოთლერს ჯორჯიამ“ დაუჭირა. კომპანიამ ბანაკის ორი ნაკადის სრული დაფინანსება  სრულად საკუთარ თავზე აიღო. 

საზაფხულო ბანაკი 20 ივნისიდან 9 ივლისამდე ბორჯომში მოეწყობა. ბანაკში ყოფნის პერიოდში, ხურვალეთის, ატოცის, ვარიანის, გუგუთიანთკარის და სხვა საოკუპაციო ზოლთან სოფლებში მაცხოვრებელი ბავშვები დაკავდებიან სხვადასხვა ტიპის სპორტული, შემეცნებითი და საგანმანათლებლო აქტივობებით. 

ზევით