ათწლეულების წინ, მანამ სანამ როდესაც „აკადემიის ჯილდოს“ ცერემონია კინოსამყაროში და არამარტო, ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოვლენა გახდებოდა და მისი ყოველი ცერემონია პაპარაცებისა და მსოფლიო პრესის ყურადღების ცენტრში მოექცეოდა, „ოსკარი“ ერთი ჩვეულებრივი საღამო გახლდათ, მისი პირველი ცერემონია 1929 წელს გაიმართა და სულ რაღაც 15 წუთს გაგრძელდა.
არნახული დიდება და მსოფლიო აღიარება „აკადემიის ჯილდომ“ სატელევიზიო ეკრანებზე გამოჩენის შემდეგ დაიმსახურა, მას შემდეგ, რაც 1953 წელს დაჯილდოების ცერემონია პირდაპირ ეთერში გადაიცა, „ოსკარი“ გახდა ყველაზე ყურებადი, გლამურული და შთამბეჭდავი შოუ ისტორიაში და დღემდე რჩება ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად კინოსამყაროში.
კარს მომდგარი „აკადემიის ჯილდოს“ 93-ე ცერემონიის პატივსაცემად, რომელიც 25 აპრილს გაიმართება, წარმოგიდგენთ ძველი ჰოლივუდის გლამურს ოდრი ჰეპბერნის, გრეის კელის, ელკ სომერისა და მიოში უმეკის მონაწილეობით.
ოდრი ჰეპბერნი, 1975 წელი
დაიენ კეროლი, 1969 წელი
გრეის კელი, 1955 წელი
ოლივია დე ჰავილანდი, 1950 წელი
ელკ სომერი, 1968 წელი
ენ მარგარეტი და როჯერ სმიტი, 1965 წელი
სონი და შერი, 1968 წელი
დაიან კეროლი, 1968 წელი
ფეი დანვეი, 1968 წელი
ოდრი ჰეპბერნი და ჯინ ჰერშოლტი, 1954 წელი
მიოში უმეკი, 1958 წელი
სოფი ლორენი, 1963 წელი
დები რეინოლდი, 1958 წელი
ქეთრინ როსი, 1968 წელი
არეტა ფრანკლინი, 1969 წელი
ჯერკ ალბერსტონი, ბარბარა სტრეიზანდი, ენტონი ჰარვი, 1969 წელი
გრეის კელი, 1956 წელი
ელიზაბეტ ტეილორი, 1967 წელი