ელენე მახარაშვილი ბერძენი რეჟისორის ფილმში მთავარ როლს ასრულებს

ელენე მახარაშვილი წლების წინ ამერიკაში გაემგზავრა, სამსახიობო კურსზე ჩაეწერა და ოცნებების რეალობად ქცევა თავადვე დაიწყო. პირველი წარმატებული პროექტის შემდეგ, სადაც ელენე ლეგენდარულ მსახიობ ენტონი ჰოპკინსთან ერთად მონაწილეობდა, მსახიობი ორგზის ოსკარზე ნომინირებული რეჟისორის ფილმში, მთავარ როლში გვევლინება.

ელენე მახარაშვილი ბერძენი რეჟისორისა და ოპერატორის ფედონ პაპამიხაელის ახალ ნამუშევარში Light Falls-ში იღებს მონაწილეობას და მეტიც, მთავარ როლსაც ასრულებს. სიუჟეტი ახალგაზრდა წყვილის გარშემო ვითარდება, რომლებიც საბერძნეთის კუნძულებზე მოგზაურობისას მიტოვებულ სასტუმროს აღმოაჩენენ და ერთი უბედური შემთხვევის შედეგად, ძალადობისა და შურისძიების სპირალში ებმებიან.

შეგახსენებთ, რომ ელენე მახარაშვილის სამსახიობო დებიუტი ფილმ Now Is Everything-ში შედგა, სადაც ელენე ენტონი ჰოპკინსის, მადელინ ბრევერის, კამილა ლოუსა და ჯულიეტ ლაბელის გვერდით მონაწილეობდა.

ზევით