ელისაბედ დებიკი The Crown-ის ახალ პრინცესა დიანად მოგვევლინება

Netflix-ის პოპულარული ისტორიული სერიალის The Crown-ის მეხუთე სეზონის სამსახიობო გუნდს არა მხოლოდ ახალი დედოფალი ელისაბედ II, არამედ უელსის პრინცესა დიანაც ჰყავს. სერიალის მე-5 სეზონის გადასაღებ მოედანზე გადაღებულ ფოტოში, ლედი დის როლში ახალი მსახიობი - ელისაბედ დებიკი გამოჩნდა.

დიდი ბრიტანეთის სამეფო კარის ცხოვრების შესახებ გადაღებული სერიალი მაყურებელს ორი უკანასკნელი სეზონით დაუბრუნდება და როგორც მოსალოდნელია ორივე მათგანში დედოფლის როლს იმელდა სტაუნტონი მორიგებს, უელსის პრინცესას კი ელისაბედ დებიკი განასახიერებს.

გადასაღები მოედნიდან გავრცელებული ფოტოსურათი, უელსის პრინცესისა და მისი ვაჟების პრინცი უილიამისა და პრინცი ჰარის  ბალმორალის სასახლეში გატარებული შვებულების გაცოცხლებული კადრია. ელისაბედ დებრიკი, რომელიც ჩვენთვის ცნობილი The Man from U.N.C.L.E-დან, The Night Manager თუ Widows-დან გახდა, სერიალსში ემა კორინს ჩაანაცვლებს.

The Crown ისტორიული დრამაა, რომელიც დედოფალ ელისაბედ II-ის ცხოვრების სხვადასხვა ეტაპის შესახებ მომნუსხველად მოგვითხრობს, Netflix-ის სერიალს შთამბეჭდავი კადრები, ისტორიის და ფაქტების გადმოცემის ლაკონიური და ყველასათვის გასაგები ენა და ბრწყინვალე შემოქმედებითი გუნდი გამოარჩევს, რომელიც ყოველ 2 სეზონში იცვლება და სულ უფრო და უფრო მიმზიდველი ხდება. ჯერჯერობით უცნობია, როდის უნდა ველოდოთ მე-5 სეზონს, თუმცა ეჭვი არ გვეპარება, რომ ის იმედებს არ გაგვიცრუებს.

ზევით