ემილია კლარკი Marvel-ის კინოსამყაროს შეუერთდა

დასავლური გამოცემების ცნობით, Game of Thrones-ის ვარსკვლავი და დრაკონების დედა Marvel-ის სამყაროს შეუერთდა და Disney-სთვის შექმნილ სატელევიზიო სერიალში მიიღებს მონაწილეობას. როგორც ჩვენთვის ცნობილია, ემილია კლარკი უცხოპლანეტელების რასას - სკულებს უერთდება, თუმცა ზუსტად რა როლს მოირგებს მსახიობი, ეს მკაცრად გასაიდუმლოებულია.

ემილია კლარკი

Marvel-ის სამყაროს წევრები ემილია კლარკამდე, Game of Thrones-ის მსახიობები კიტ ჰარინგტონი და რიჩარდ მადენი გახდნენ, ორივე მათგანი კინოსამყაროს ახალ პროექტში The Eternals-ში მონაწილეობს, რომლის პრემიერა 2021 წლის 5 ნოემბერსაა დაგეგმილი. და რადგან, ყველაფერი Marvel-ის კინოსამყაროში ხდება, გამორიცხული არაა, რომ ყოფილი თანამსახიობების გზები ახალ გამოგონილ სამყაროშიც გადაიკვეთოს.

Secret Invasion-ის გამოსვლა გასულ წელს, Marvel-ის ახალ სატელევიზიო პროექტებთან ერთად დაანონსდა, რომლთა ნაწილიც Disney+-ზე  უკვე ვიხილეთ, მათი მეორე ნაწილი კი უფრო მეტი ინტრიგითა და მოულოდნელობებითაა აღსავსე. სკულების კომიქსის მიხედვით გადაღებული ახალი პროექტი, უკვე აერთიანებს ისეთი დონის ვარსკვლავებს, როგორებიც არიან ემილია კლარკი, ქინგსლი ბენ-ადირი და ოსკაროსანი ოლივია კოლმანი არიან, ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია ახალ დეტალებს დაველოდოთ Secret Invasion-ის შესახებ და მეტი შევიტყოთ გმირებისა და ბოროტმოქმედების შესახებ.

ზევით