#კინო

Emily In Paris მე-2 სეზონით დაგვიბრუნდება - ყველაფერი, რაც ვიცით

გაზიარება:

Emily In Paris-ის რამდენიმე წუთის ნახვაც საკმარისია იმაში დასარწმუნებლად, რომ ამერიკელ გოგოს წარმოდგენა არ აქვს რას აკეთებს პარიზში, თუმცა ყველას თავისი სახალისო ისტორიებით, რომანტიკული თავგადასავლებითა და პარიზული ცხოვრების სტილით დიდად გვახალისებს. Netflix-ის შოუ, რომელმაც გასულ წელს ეკრანებზე გამოსვლისთანავე თავბრუდამხვევი წარმატება მოიპოვა, მაყურებელს სულ რამდენიმე თვეში დაუბრუნდება.

Emily In Paris-ის მეორე სეზონი მზადების და ჩვენთან შეხვედრის ხანგრძლივ პროცესშია, ერთად გავიგოთ ყველა დეტალი, რომელიც სერიალის შესახებ ამ დროისთვის ვიცით.

ოფიციალური თანხმობა

გასული წლის 11 ნოემბერს, Netflix-მა დაადასტურა, რომ Emily In Paris მაყურებელს მეორე სეზონით დაუბრუნდებოდა და ამაში დასარწმუნებლად ემილის პარიზელი უფროსის, სილვის მოკლე განცხადება წარგვიდგინა.

გადაღებები

Emily In Paris-ის ახალი სეზონის გადაღებები, უკვე რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს, დროთა განმავლობაში ტელესერიალის ოფიციალურ Instagram გვერდზე სახალისო კადრს მიღმა მომენტები ქვეყნდება, სამსახიობო გუნდს კი ერთი სული აქვს როდის შეხვდება ერთგულ გულშემატკივარს.

მრავალფეროვანი გარდერობი

ყველამ ვაღიაროთ, რომ ემილის ჩაცმის სტილი სერიალში ერთ დიდ წარუმატებელ მოდურ ჩვენებას ჰგავდა, ეიფელის კოშკის პრინტიანი ზედით დაწყებული - უცნაური აქსესუარებით დამთავრებული, მთავარ გმირს მხოლოდ რამდენიმე გამონათება ჰქონდა სერიალში. ამ კუთხით Emily In Paris-ის ერთგული გულშემატკივრებიც კი ახალი სეზონისგან ბევრად მეტს მოითხოვენ და ამერიკელი გოგოს ფრანგულს გარდასახვას მოუთმენლად ელიან.

სილვი მოვლენათა ეპიცენტრშია

ემილი კუპერის საყვარელი უფროსი სილვი მეორე სეზონში ბევრად მნიშვნელოვან როლს შეასრულებს, ვიდრე უბრალოდ უფროსის, რომელიც ახალ თანამშრომელს ვერ ეგუება. 

ზევით