არტარეა გალერეაში პროექტი „ექო“ - აუდიო-ვიზუალური ინსტალაცია იხსნება

გაზიარება:

„თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში, 12 თებერვლიდან არტარეა გალერეაში POSTRED-ის მიერ შექმნილი პროექტი დაიდებს ბინას. „ექო“ აუდიო-ვიზუალური ინსტალაციაა, რომელიც საკუთარ ქვეცნობიერში მოგზაურობისა და შთაგონების ძებნის ერთგვარი გზაა. პროექტის ყოველი მონაწილე თვითონ ქმნის იმ უნიკალურ თავგადასავალს, რომლის პერსონაჟადაც იქცევა.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by ECHO (@projectecho.ge)

თავდაპირველად, ბნელ ოთახში აღმოჩნდებით, სადაც სარკეებად ქცეული კედლები და მოციმციმე ციფრული გამოსახულებები დაგხვდებათ. თან მხოლოდ პლანშეტი გექნებათ, რომლის ეკრანზეც ნელ-ნელა კითხვები აისახება. ყოველ გაცემულ პასუხს, ოთახში გაფანტული შესაბამისი ხმები და გამოსახულება მოჰყვება. 5-წუთიანი ციფრული თავგადასავლის შემდეგ კი, ოთახს შთაგონებით სავსე დატოვებთ.

თუ გსურთ, საკუთარ თავს კიდევ ერთხელ მიუბრუნდეთ, წარმოსახვა გაივარჯიშოთ, ან უბრალოდ, რამდენიმე წუთი თქვენ მიერ შექმნილ ფანტასტიკურ სამყაროში გაატაროთ, „ექოში” სოლო მოგზაურობა გელოდებათ.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by ECHO (@projectecho.ge)

პროექტის ავტორი ბესო კაჭარავა გახლავთ. ბესო აუდიო პოსტ-პროდუქციის კომპანიის POSTRED-ის დამფუძნებელი და საერთაშორისოდ აღიარებული საუნდ არტისტია ისეთი პროექტებისთვის, როგორებიცაა HBO-ს გახმაურებული დრამა EUPHORIA, Paramount Pictures-ის SCREAM, მაიქ მილსის C’mon C’mon და სხვა.  „ექოს“ მუსიკა კინოკომპოზიტორ ზვიად მღებრს ეკუთვნის.

არტარეა გალერეაში პროექტი „ექო“ 12 თებერვლიდან - 6 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.

ზევით