#კინო

Friends-ის პირველი თიზერი, გამოსვლის თარიღი და სხვა მნიშვნელოვანი დეტალი ცნობილია

გაზიარება:

საკულტო მეგობრების - ჩენდლერის, მონიკას, ჯოუის, ფიბის, როსისა და რეიჩელის ხილვის საშულაება, Friends-ის ერთგულ გულშემატკივრებს სულ რამდენიმე დღეში შეეძლებათ. სიტკომის უკანასკნელი სერიის გამოსვლიდან 17 წლის შემდეგ, შოუს შემქმნელები და სამსახიობო გუნდი HBO-სთან ერთად, სპეციალურ სერიას გვიმზადებენ, რომელსაც 27 მაისს ვიხილავთ, დროა თარიღი საგულდაგულოდ მოვინიშნოთ კალენდარში.

ასეთი რამ ყოველწლიურად არ ხდება, არც 10 და 15 წელიწადში. ისეთი ბედნიერი ვარ, რომ მომეცა შანსი ჩემს მეგობრებთან გავერთიანებულიყავი - განაცხადა კორტნი კოქსმა.

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სითკომის სპეციალურ ეპიზოდში, რომლის გადაღებებიც აპრილის თვეში მიმდინარეობდა, დიდი ექვსეულის გარდა მონაწილეობას ისეთი ვარსკვლავები მიიღებენ, როგორებიც დევიდ ბექჰემი, ჯასტინ ბიბერი, ლედი გაგა, ჯეიმს კორდენი, კიტ ჰარინგტონი და რიზ უიზერსპუნი არიან.

17 წლის განმავლობაში, საკულტო სერიალ „მეგობრების“ ერთგული გულშემატკივრები ახალი სერიების გამოსვლაზე ოცნებობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ დიდებული ექვსეულის ცხოვრების გზები რეალურ ცხოვრებაში გაიყო, სითკომის თაყვანისმცემლებს იმედი არასდროს დაუკარგავთ, რომ ოდესმე მონიკას, რეიჩელს, ფიბის, ჯოუის, ჩენდლერსა და როსს კვლავინდებურად იხილავდნენ ეკრანებზე და ისინი მართლებიც აღმოჩნდნენ, დროა მათი გაერთიანება საკუთარი თვალებით იხილონ.

ზევით