#ცნობილები #საზოგადოება

ფუტკრებით დაფარული ანჯელინა ჯოლი National Geographic-ის ფოტოსესიაში მონაწილეობს #WorldBeeDay

გაზიარება:

ერთი შეხედვით კარგად ნაცნობსა და საყვარელ მშვენიერ სახეს ხედავ, შემდეგ კი ამჩნევ, რომ მისი სხეული ფუტკრებითაა დაფარული. რაც უფრო დიდხანს უყურებ ფოტო თუ-ვიდეომასალას, მით მეტად აღიქვამ ღრმა კავშირს ადამიანსა და ამ საოცარ მწერს შორის.

ფუტკრების საერთაშორისო დღის აღსანიშნად და ამ მშვენიერი ქმნილებების მიმართ ყურადღების მისაპყრობად, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჟურნალი National Geographic და ანჯელინა ჯოლი გაერთიანდნენ და საერთო ძალისხმევით, რაღაც მომნუსხველი შექმნეს. ფოტოგრაფის დენ ვინტერის შთაგონების წყარო 1981 წელს, რიჩარდ ავედონის ცნობილი პორტრეტი გახლდათ, რომელშიც მეფუტკრეს მთელი სხეული ფუტკრებითაა დაფარული.

ძალიან სასიამოვნო გრძნობა იყო ამ მშვენიერ ქმნილებებთან დაკავშირება. გადაღების პროცესში გაუნძრევლად უნდა ვმდგარიყავი, რაც ჩემთვის მარტივი დავალება სულაც არ არის - ანჯელინა ჯოლი

ანჯელინა ჯოლი რამდენიმე ხედვით მოინუსხა: ფუტკრებით, როგორც ჩვენი საკვების მწარმოებლებით, რომლებიც პარაზიტების, პესტიციდებისა და კლიმატის ცვლილებების გამო საფრთხის ქვეშ იმყოფებიან და იმავდროულად ქალებით, რომლებიც სპეციალური გადამზადების შემდეგ, ამ მშვენიერი მწერების გადარჩენაზე იზრუნებენ.

შესაძლოა ეს ქმნილებები ერთდროულად საშიშად და მშვენიერად მოგვეჩვენოს, საქმე კი ისაა, რომ ჩვენ, მათთან ერთად ვიზიარებთ დედამიწას და ერთგვარად, ერთმანეთზე ვართ დამოკიდებულნი.

ანჯელინა ჯოლი უკვე დიდი ხანია ჩაბმულია პროექტში, რომელიც UNESCO-სა და Guerlain-ის საერთო მხარდაჭერით ხორციელდება და რომელიც 2025 წლისთვის 125 მილიონი ფუტკრის გადარჩენას გეგმავს.

ზევით