#კულტურა #კინო #საზოგადოება #სილამაზე

„გადაარჩინე რალფი“: ანიმაცია, რომელიც ცხოველზე ტესტირების სისასტიკეზე გვიამბობს

გაზიარება:

Humane Society International-მა სამყაროს, სილამაზის ინდუსტრიაში ცხოველთა ტესტირების შესახებ, ემოციური და შთამბეჭდავი 4-წუთიანი ანიმაციური ფილმი გააცნო, სახელწოდებით „გადაარჩინე რალფი“ და სწორი მესიჯებითა და სათქმელის მარტივად, ბუნებრივად და გულწრფელად ჩვენებით, ანიმაციამ უკვე მოახერხა ცვლილებების ტალღის აგორება.

ქიმიური დამწვრობებისგან მიღებული ჭრილობები დროდადრო მტკივა... მაგრამ ამას ხომ ადამიანებისთვის ვაკეთებთ, რა პრობლემაა

ანიმაცია „გადაარჩინე რალფი“, ლაბორატორიაში მცხოვრები კურდღლის რალფის შესახებ გვიამბობს, უფრო სწორი იქნება თუ კი ვიტყვით, რომ თავად რალფი გვიამბობს საკუთარ ისტორიას, ისტორიას, რომელშიც კურდღელი ცალი თვალით ბრმა, ცალი ყურით კი სმენადაქვეითებულია, თუმცა თავისი ტრაგიკული ცხოვრების შესახებ მაინც იმედიანად საუბრობს, ბოლოს და ბოლოს, ყველაფერს ხომ ადამიანებისთვის აკეთებს?

რალფის მთელი ოჯახი, მშობლები და-ძმები, ყველანი სატესტო კურდღლები იყვნენ და მართალია, კამერების წინ რალფი თავის შთამომავლობით ნაბოძებ ბედს თვალზე მომდგარი ცრემლით ეგუება. გულის სიღრმეში ისიც იცის რალფმა, რომ ეს არასწორია და სხვა, უფრო სწორსა და მართალ რეალობაში, სადღაც პარარელურ სამყაროში მწვანედ გაშლილ მინდვრებზე უნდა დარბოდეს.

რალფის ტრაგიკულმა ხვედრმა და ცხოველთა ტესტირების სისასტიკემ, სულ რაღაც 4 წუთში მოახერხა მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში ადამიანების გულებამდე მიღწევა, ჩემამდეც და დარწმუნებული ვარ - თქვენამდეც.

ახლაც, ამ წუთებშიც, სილამაზის სახელით და სილამაზისთვის ათაიათასობით ცხოველი ეწირება ბნელ ლაბორატორიებში სასტიკი მეთოდებით, მაგრამ ამ რეალობის შეცვლის პერსპექტივაც რომ თითოეულ ჩვენგანს ხელით უპყრია, ესეც უტყუარი რეალობაა.

თუ კი ცხოველების ბედის შეცვლა გვინდა, მაშინ ცვლილებები საკუთარი თავიდან უნდა დავიწყოთ, პირველ ყოვლისა უარი ვთქვათ ცხოველებზე ტესტირებული ბრენდებისგან და დავიწყოთ მხოლოდ იმ სილამაზის პროდუქტებიც შეძენა და მოხმარება, რომლებიც Cruelty Free ნიშნით, მიგვითითებენ, რომ ჩვენი კომფორტისთვის და სილამაზისთვის, დედამიწის არც ერთ ნაწილში, ერთი ცხოველიც კი არ შეეწირა მის შექმნა.

ზევით