დღეიდან გალერეა „შარდენი“ გიორგი მირზაშვილის ახალი ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს

გიორგი მირზაშვილი და თენგიზ მირზაშვილი

დღეს, 16 დეკემბერს გალერეა შარდენში ქართველი ფერმწერისა და პოეტის, გიორგი მირზაშვილის საიუბილეო გამოფენა იხსნება. 60 წლის ხელოვანმა ახალი ნამუშევრებით დახუნძლული გამოფენა დედას მიუძღვნა. ექსპოზიციას საფუძვლად ლურჯ ფერებში შექმნილი პეიზაჟები დაედო, რომლებიც მთელი გამოფენის კონცეფციადაც იქცა.

გიორგი მირზაშვილის გამოფენა 2021 წლის მანძილზე შექმნილ ნამუშევრებს აერთიანებს. როგორც არაერთი ცნობილი ხელოვანისთვის, გიორგისთვისაც პანდემია ახალი იდეების დაბადების და მათი ხორცშესხმის საშუალება გახდა. მხატვარმა მის გარშემო არსებული სამყაროს გაფერადებაც გადაწყვიტა და ამისთვის აქცენტი ნათელ ფერებზე შეაჩერა.

გიორგი მირზაშვილმა ხატვა 3 წლის ასაკში დაიწყო. მე-20 საუკუნის 80-იანი წლებიდან საქართველოსა თუ მის ფარგლებს გარეთ მხატვარი როგორც პერსონალურ, აგრეთვე ჯგუფურ ექსპოზიციებს ხშირად მასპინძლობდა. როგორც თავად აცხადებს, მისთვის მთავარი კრიტიკოსი და გულშემატკივარი წლების განმავლობაში მამა, თენგიზ მირზაშვილი გახლდათ (აგრეთვე ცნობილი ქართველი მხატვარი, გრაფიკოსი, და თეატრის მხატვარი). თუმცა, მამის გარდაცვალების შემდეგ, ეს სტატუსი დედას გადაეცა და ახალ გამოფენას დედას სწორედ გაწეული შრომისთვის უძღვნის.

გალერეა შარდენი გიორგი მირზაშვილის გამოფენას 1 თვის განმავლობაში, 16 იანვრამდე უმასპინძლებს.

ზევით