#მუსიკა

გორის ქალთა გუნდის ხმები მთვარეზე გაიგზავნება

გაზიარება:

გორის ქალთა გუნდისთვის დედამიწა საკმარისი არ აღმოჩნდა, ბრწყინვალე ქალთა შემოქმედება, არც მეტი არც ნაკლები მთვარეზე გაიგზავნება, დიახ, არ მოგესმათ, სწორედ მთვარეზე!

აშშ-ის აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველოს - NASA - National Aeronautics and Space Administration-ის, კომპანია SpaceX-ის და Astrobotic Technology-ს მხარდაჭერით, კორპორაცია Incandence Corp-მა ციფრული არქივი, სახელწოდებით Lunar Codex შექმნა, რომელიც მთვარეზე გაიგზავნება. პროექტი მსოფლიოს 90 ქვეყნიდან ხელოვანთა ნამუშევრებს აერთიანებს, საქართველოდან ამ მისიისთვის გორის ქალთა გუნდი შეირჩა.

„უღრმესი მადლობა გუნდის თითოეულ წევრს თავდადებისთვის და მუსიკის ასეთი სიყვარულისთვის! მიუხედავად კოვიდის შემოტევისა, მაინც მოვახერხეთ ამ გენიალური საქმის ბოლომდე მიყვანა!“

სამხატვრო ხელმძღვანელის, თეონა ცირამუას გადაწყვეტილებით ამ პროექტისთვის სამი ნამუშევარი გაიგზავნა. ორი ნაწარმოები „ეგზერსისი“ და „ლაშარის გზაზე“ მსოფლიო კომპოზიტორ იოსებ კეჭაყმაძეს ეკუთვნის, ხოლო მესამე ქართული (აფხაზური) ხალხური სიმღერა „ვარადო“  გახლავთ.

ყველა ეს ნამუშევარი მოთავსდება მე -2 კაფსულაში და მთვარეზე დაჯდება 2024 წელს! ნაწარმოებებთან ერთად გაიგზავნა ასევე გუნდის ბრწყინვალე ისტორიაც.

სამივე ნამუშევარი, რომელიც პროექტის ფარგლებში შეირჩა, EP-ს სახით გამოიცა Lenø Records-ზე, მისი მოსმენა მსურველებს ყველა ციფრულ სთრიმინგ პლატფორმაზე (Apple Music, Spotify, etc) შეგიძლიათ.

ზევით