#კინო #მოდა

Gossip Girl რებუთის საუკეთესო ჩაცმულობები #XOXO

გაზიარება:

Gossip Girl-ის დასრულებიდან 8 წლის შემდეგ, გასული ათწლეულის საკულტო შოუ ეკრანებზე სრულიად სახეცვლილი რებუთით დაგვიბრუნდა. ეს ის ნამდვილად არ არის, რაც ერთი ამოსუნთქვით არა ერთხელ ვნახეთ და ძალიან შევიყვარეთ, „ჭორიკანა 2“ სახეცვლილია, განსხვავებული რეალობით, მისწრაფებებითა და სურვილებით.

ეს ხომ ბუნებრივიცაა, ბოლო 8 წლის მანძილზე ჩვენ თვალწინ უდიდესი გადატრიალება მოხდა და ყველანი სამუდამოდ მივეჯაჭვეთ ჩვენს გაჯეტებს, ახლა სიცოცხლე ონლაინ სამყაროში ჩქეფს და ჩვენც თითქოს ერთი მთლიანობად ვიქეცით. ცხოვრება, ნიუ-იორკის პრესტიჟული სკოლის ახალი თაობის მოსწავლეებისთვისაც შეიცვალა, თუმცა შოუს მთავარ ნიშად „ჭორიკანას“ პირველსა თუ მეორე ნაწილში, კვლავინდებურად გვევლინება თავად ჭორიკანა და შოუს საოცრად მოდური მომენტები.

როდესაც შევიტყვე, რომ კოსტუმების დიზაინერი ერიკ დამანი, ორიგინალი Gossip Girl-ის დიზაინერი, რებუთშიც უდიდეს წვლილს შეიტანდა, ეჭვის გრძნობა დამეუფლა - ხომ არ იქნება ეს შოუ მისი წინამორბედის ანალოგი? შეიცვლება კი რაიმე რეალურად? ყველა ეჭვი მაშინვე გაქარწყლდა, როდესაც ახალი „ჭორიკანას“ რამდენიმე ეპიზოდი ერთდროულად ვიხილე, მივხვდი, ის არაა წარსულის გავლენის ქვეშ, მოდაც ხომ ისევე განვითარდა და შეიცვალა, როგორც ეს პრესტიჟული სკოლის მოსწავლეებმა მოახერხეს.

წარმოგიდგენთ, ჩვენს რჩეულ ჩაცმულობებს „ჭორიკანა 2-დან“:

ზევით