#კინო

გრეტა გერვიგის 5 ფილმი, რომელიც Barbie-ს შემდეგ უნდა ნახოთ

გაზიარება:

Barbie-ს რეჟისორმა, პროდიუსერმა და სცენარის თანაავტორმა - გრეტა გერვიგმა, უკანასკნელი ეკრანიზაციის დამსახურებით  რეკორდი დაამყარა, Barbie უკვე მიიჩნევა ქალი რეჟისორის მიერ გადაღებულ ყველაზე შემოსავლიან კინოპროდუქტად და მისი შემოსავლის სტატისტიკა ($1 მილიარდი დოლარის გადაჭარბების შემდეგ), ჯერ კიდევ მზარდია.

2023 წლის ზაფხულის ყველაზე ხმაურიანი ფილმის გამოსვლამდე, 40 წლის საოცრად ნიჭიერი რეჟისორი, პროდიუსერი სცენარის ავტორი და მსახიობი, უკვე ითვლებოდა ჰოლივუდის ამომავალ ვარსკვლავად. მათ, ვინც ჯერ კიდევ ვერ გამოვიდა Barbie-ს ციებ-ცხელებიდან, გირჩევთ, გრეტას სხვა ნამუშევრებსაც მიადევნოთ თვალი, რომელიც როგორც მის სარეჟისორო, აგრეთვე სამსახიობო ნიჭზე დაგვაფიქრებს.

Frances Ha (2012)

ნოა ბაუმბახთან ერთად დაწერილ, შავ-თეთრ კომედიურ დრამაში, გერვიგი ფილმის მთავარი გმირის ფრენსის ჰალადეის როლში, გვიამბობს იდენტობის, საკუთარი თავის აღმოჩენისა და პიროვნული ზრდის ისტორიას მოცეკვავის ცხოვრებიდან.

Mistress America (2015)

Mistress America არის კომედია, რომელიც ბაუმბახიმა და გერვიგმა ერთობლივად დაწერეს. ეს არის ეშმაკურად დაწერილი ნარატივი მახვილგონივრული დიალოგებით და მხიარული ურთიერთქმედებებით, რომელიც ასევე ასახავს ურთიერთობების თანამედროვე შეხედულებას, სადაც ცხოვრებამ შეიძლება სხვადასხვა რეალობამდე მიგვიყვანოს იმის მიხედვით, თუ ვისთან ერთად ვართ ჩართული მასში.

Jackie (2016)

2016 წლის ეს ფილმი მოგვითხრობს პირველი ლედის ჯეკი კენედის (რომლის როლსაც ნატალი პორტმანი ასრულებს) ისტორიას პრეზიდენტ ჯონ კენედის მკვლელობის შემდეგ. გერვიგი ფილმში ჯეკის ახლო მეგობრის და მდივნის, ნენსი ტაკერმანის როლს ასრულებს. ჯეკის ბრძოლა და მისი მისი გამძლეობის მოგზაურობა, ეხმარება მას ქმრის მემკვიდრეობის განსაზღვრაში და ცხოვრების გაგრძელებაში.

Lady Bird (2017)

გრეტას პირველი სოლო პროექტი (სცენარის ავტორის და რეჟისორის ამპლუაში) Lady Bird-ით შედგა, ფილმში გერვიგი მოგვითხრობს ახალგაზრდა გოგოს ისტორიას, რომელიც დედასთან რთული ურთიერთობის, პლატონური გრძნობებისა და სიყვარულის პარალელურად ცდილობს საკუთარი ადგილი და თავი აღმოაჩინოს.

"ახალგაზრდა ქალების შესახებ ფილმების უმეტესობა არის იმის შესახებ, თუ როგორ პოულობენ ისინი შესაფერის ბიჭს... ამ ფილმში მინდოდა მენახა, რა მოხდებოდა, თუ მთავარი კითხვა იქნებოდა: როგორ იპოვის მთავარი გმირი საკუთარ პიროვნებას?" - განაცხადა გრეტა გერვიგმა.

Little Women (2019)

შესაძლოა გერვიგის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული ფილმი დღემდე - ბარბის გარდა - და პირველი ფილმი, რომელსაც გრეტა აღმასრულებელ პროდიუსერად გვევლინება, Little Women გახლავთ. კლასიკური წიგნის ადაპტაცია, მოგვითხრობს ოთხი დის შესახებ სამოქალაქო ომის შემდგომ წლებში, ოჯახის, იდენტობისა და ჭეშმარიტების თემებზე. ეს არის მარადიული ზღაპრის ოსტატური ადაპტაცია, რომელმაც მიიღო ოსკარის ხუთი ნომინაცია და ოთხი BAFTA ჯილდოს ნომინაცია (ერთი გამარჯვება ორივე ცერემონიაზე).

ზევით