#მხატვრობა

გურამ შავდიას სოლო გამოფენა „მიუხედავად ყველაფრისა, უთხარი „დიახ“ ცხოვრებას!“

გაზიარება:

თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, მარჯანიშვილი 7 ში, ქეთევან კორძაიას კურატორობით, გურამ შავდიას სოლო გამოფენას „მიუხედავად ყველაფრისა, უთხარი „დიახ“ ცხოვრებას!“ მასპინძლობს.

 გურამ შავდია, გამოფენა, თიბისი კონცეპტი,

გამოფენის დასახელება ვიქტორ ფრანკლის - ცნობილი ავსტრიელი ფსიქოლოგის, ფსიქიატრის, ფილოსოფოსისა და ნევროლოგის, ლოგოთერაპიის მეთოდის ავტორის ერთ-ერთი წიგნის სათაურია. მეორე მსოფლიო ომის დროს, ნაცისტური გერმანიის საკონცენტრაციო ბანაკებში მოხვედრილი მეცნიერი აგრძელებდა ფსიქოთერაპევტის პრაქტიკას და ეხმარებოდა ტყვეებს პიროვნული უნიკალური მნიშვნელობის ძიებასა და აღმოჩენაში. ამ მეთოდით მან უამრავი ადამიანი იხსნა დეპრესიისაგან და გადაარჩინა.

 გურამ შავდია, გამოფენა, თიბისი კონცეპტი,

ომის თემა გურამ შავდიას მხატვრობაში 2008 წლიდან ჩნდება. რუსეთ-საქართველოს ომის თემაზე მან არაერთი ტილო, გრაფიკული ნამუშევარი და კოლაჟი შექმნა. დღევანდელი უსასტიკესი ომი რამდენიმე ახალი ნამუშევრის შექმნის ინსპირაცია გახდა.
მაგრამ, გურამ შავდიას ეს გამოფენა ომზე არ არის.

გამოფენა მშვიდობაზეა და ცხოვრების გაგრძელების და გადარჩენის იდეას ეძღვნება.

 გურამ შავდია, გამოფენა, თიბისი კონცეპტი,

2007-2014 წლებში გურამ შავდია გერმანიაში, დიუსელდორფის ხელოვნების აკადემიაში სწავლობდა, ცნობილი მხატვრების, - მარკუს ლუპერცისა და ანდრეას შულცეს კლასში. სწავლის პერიოდში და შემდგომ წლებში ის აქტიურად იფინებოდა გერმანიასა და სხვა ქვეყნებში. სამი პერსონალური და მრავალი ჯგუფური გამოფენა ჰქონდა. საქართველოში დაბრუნების შემდეგ გურამ შავდიამ რამდენიმე პროექტშიც მიიღო მონაწილეობა.

„მიუხედავად ყველაფრისა, უთხარი „დიახ“ ცხოვრებას!“ - გურამ შავდიას პირველი სოლო გამოფენაა საქართველოში.
გამოფენაზე წარმოდგენილია 2008-2022 წლებში შექმნილი ნამუშევრები. გამოფენის ხილვის საშუალება 15 ივლისამდეა შესაძლებელი.

ზევით