HARRY POTTER ბრუნდება - HBO Max ლეგენდარული ფრენჩაიზის ტელესერიალს იღებს

გაზიარება:

პოტერიანას თაყვანისმცემლებისთვის ბედნიერი დღე დადგა. HBO Max პოტენციურ მწერლებს აქტიურად ხვდება და Harry Potter-ის ტელე სერიებად დაბრუნებას ცდილობს. Warner Bros მოლაპარაკებების პროცესშია, თუმცა წყაროს ცნობით, ჯერჯერობით ხელშეკრულებები არავისთან გაფორმებულა. პროცესში ასევე აქტიურადაა ჩართული ცნობილი წიგნების ავტორი - ჯოან როულინგი, რომლის აზრსაც ორივე კომპანიისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. 

ჰარი პოტერის სერიალი HBO MAx
დენიელ რედკლიფი, ემა უოტსონი და რუპერტ გრინტი Harry Potter-ის პირველი ფილმის გადაღებაზე

Warner Bros სტუდიისთვის ფრენჩაიზი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქტია, შესაბამისად მისი ეკრანზე დაბრუნება კომპანიისთვის პრიორიტეტს წამოადგენს. Harry Potter-ის საავტორო უფლებები ცოტა არ იყოს ჩახლართულია და მასში ავტორის გარდა რამდენიმე კომპანიაა ჩართული, შესაბამისად საბოლოო გადაწყვეტილებების მიღება უამრავი ადამიანის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. 

ჰარი პოტერის სერიალი
ჯოან როულიგის 7 წიგნის 8 ეკრანიზაცია დღემდე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფრენჩაიზია

ჯერ-ჯერობით არც ტელე სერიალის ქასთია ცნობილი, თუმცა ვარაუდობენ, რომ დენიელ რედკლიფი, ემა უოტსონი, თუ რუპერტ გრინტი მთავარ როლებზე აღარ მოისაზრებიან. სულ რომ არაფერი ყველა მათგანი უკვე ზრდასრული მსახიობია.

 

ზევით