House of Gucci-ს პირველი თრეილერი გამოქვეყნდა

კინემატოგრაფიისა და მოდის დიდი გულშემატკივრებისთვის სასიამოვნო სიახლე გვაქვს - კომპანია Universal Pictures-მა და სტუდია MGM-მა რიდლი სკოტის ახალი ფილმის, House of Gucci-ს პირველი თრეილერი წარმოგვიდგინეს. გარდა იმისა, რომ ფილმი გასული წლის ერთ-ერთი გახმაურებული შეკვეთილი მკვლელობის შესახებ მოგვითხრობს და მოდის სახლ Gucci-ს პირად სამზარეულოშიც შეგვახედებს, ფილმში თავი ერთად გენიალურმა მსახიობებმა მოიყარეს და ყოველი დეტალის შესახებ დაწვრილებით გიამბობთ.

House of Gucci კრიმინალური დრამა გახლავთ, ბიოგრაფიული დეტალებით დატვირთული, რომელიც 1995 წელს ლეგენდარული იტალიური მოდის სახლის დამაარსებლის შვილიშვილის მაურიციო გუჩის მკვლელობის შესახებ გვიამბობს. შესაძლოა ამ წამს დაგასპოილეროთ, თუმცა თუკი Gucci-ს ოჯახის ამ ტრაგიკული მოვლენის შესახებ გსმენიათ, ისიც გეცოდინებათ, რომ მკვლელობა მაურიციოს მეუღლემ პატრიცია გუჩიმ შეუკვეთა.

მაურიციომ და პატრიციამ ქორწინებაში 18 წელიწადი გაატარეს, სანამ მაურიციომ ახალი სიყვარულის გამო პატრიციას განქორწინება არ მოსთხოვა, თუმცა ამ უკანასკნელს მოვლენების განვითარების მსგავსი სიუჟეტი სულაც არ ჰქონდა წარმოდგენილი. 1995 წლის 27 მარტს რუდოლფო გუჩის შთამომავალი საკუთარი ოფისის კიბეებზე ჩაცხრილეს. 3 წლის შემდეგ კი ამ შეკვეთილ მკვლელობაში ბრალი პატრიციას წაუყენეს, რომელსაც 29-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

ამ ამბავმა შეძრა არა მხოლოდ მოდის, არამედ სრულიად სამყარო და 26 წლის შემდეგ მაურიციოსა და პატრიციას ტრაგიკული სიყვარულის  ისტორიის შესახებ ფილმის გადაღება თავად რიდლი სკოტმა გადაწყვიტა და საუკეთესოთა შორის საუკეთესო შემოქმედებითი გუნდი შეარჩია. გარდა იმისა, რომ მთავარ როლებში ადამ დრაივერი და ლედი გაგა გვევლინებიან, მასში აგრეთვე ალ პაჩინო, ჯერემი აირონსი და ჯარედ ლეტოც მონაწილეობენ.

House of Gucci-ს ხილვის საშუალება 25 ნოემბრიდან მოგვეცემა.

ზევით