#კინო

The Hunger Games: The Ballad of Songbirds & Snakes - რა ვიცით ფილმის შესახებ?

გაზიარება:

“შიმშილის თამაშების” თაყვანისმცემლებისთვის სასიამოვნო სიახლე გვაქვს. მალე ეკრანებზე საგის კიდევ ერთი ნაწილი გამოვა, რომელიც არა მომავალში, არამედ პანამის უბნების წარსულში გვამოგზაურებს. რამდენიმე დღის წინ Lionsgate-მა ფილმის ტრეილერი გაავრცელა.

The Hunger Games: The Ballad of Songbirds & Snakes ჩვენთვის უკვე ნაცნობი ფილმების წინა ისტორიაა და Hunger Games-ის შექმნის ისტორიას მოგვითხრობს. საკმაოდ შთამბეჭდავია ქასთიც. ნამუშევარში მთავარ როლებს რეიჩელ ზეგლერი, ტომ ბლითი, ჰანტერ შაფერი, Game of Throne-ის მსახიობი - პიტერ დინკლიჯი, ოსკაროსანი ვაიოლა დევისი და სხვა ვარსკვლავები ასრულებენ.

შიმშილის თამაშები, მეოთხე ნაწილი, hunnger games, viola davis

“ბალადა მგალობელ ჩიტებსა და გველებზე” სიუზენ კოლინზის მეოთხე წიგნია, რომელიც მწერალმა 2020 წელს გამოსცა, Lionsgate-მა კი გადაღებები მალევე დაიწყო. მაშინ, როდესაც ნამუშევრისთვის მსახიობებს არჩევდნენ, შემქმნელებმა ჯერ კიდევ არ იცოდნენ, რომ მთავარ როლზე დამტკიცებული რეიჩელ ზეგლერი Hollywood-ური მედიის კრიტიკის ქარცეცხლში მოხვდებოდა და მის მიმართ არა ერთგვაროვანი დამოკიდებულება გაჩნდებოდა.

ახალი შიმშილის თამაშები,  hunger games 4, მეოთხე ნაწილი

მსახიობი მთავარ როლს ახალ “ფიფქიაშიც” ასრულებს, რომლის რელიზიც 2024 წელს იგეგმება. პრეს ტურის დროს კი ახალგაზრდა მსახიობი კლასიკური ნამუშევრის კრიტიკას არ მორიდებია, რის გამოც მის მიმართ საზოგადოებაში საკმაოდ ნეგატიური განწყობა გაჩნდა.

შიმშილის თამაშებუ, მეოთხე ნაწილი, hunger games 4

რაც შეეხება he Hunger Games-ის ახალი ნაწილის დანარჩენ მსახიობებს: ოსკაროსანი ვაიოლა დევისი ამჯერად მთავარი ბოროტი გმირის როლში გვევლინება, ახალგაზრდა სნოუს როლს კი ტომ ბლითი ასრულებს, რომელიც ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობი “შიმშილის თამაშების” პირველად უდგება სათავეში.

hunger games 4, ჰანგერ გეიმსი, შიმშილის თამაშები

არნახული მხატვრობა, საინტერესო კოსტიუმები და ტრილოგიისთვის დამახასიათებელი, მოულოდნელობებით აღსავსე სცენები - ერთგული მაყურებელი ისტორიის კიდევ უფრო საინტერესოდ განვითარებას ელოდება. The Hunger Games: The Ballad of Songbirds & Snakes-ის საპრემიერო ჩვენება კი 17 ნოემბერს შედგება.

ზევით