#მუსიკა

Insomnia - ნატალია ნაყოფიას ახალი სიმღერა

გაზიარება:

მუსიკალურ სამყაროში წარმატებული დებიუტის შემდეგ, ნატალია ნაყოფია ახალ მუსიკალურ კლიპზე მუშაობს. სიმღერა სახელწოდებით Insomnia ნატალიას ახალი პროექტია, რომლის გადაღებებიც უკვე დაიწყო და ქართველ მსმენელს მისი ნახვის საშუალება სულ მალე მიეცემა.

„ისევ გიბრუნდებით სიახლით! სულ მალე გაგიზიარებთ ჩემს ახალ მუსიკალურ ვიდეოს! ეს სიმღერა ჩემი ემოციების ანარეკლია და დიდი იმედი მაქვს რომ მოგეწონებათ! მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს ვინც გვერდში მიდგას და მხარს უჭერს ჩემს მუსიკალურ შემოქმედებას!“ - დაწერა ნატალიამ Facebook გვერდზე.

ნატალია ნაყოფია,

ნატალია ნაყოფიას სადებიუტო მუსიკალური კლიპი „ცისფერი აბი“ გახლავთ, ჟღერადი, დასამახსოვრებელი მუსიკით, ტექსტისა და რითმის შეგრძნებით, მუსიკალურ-ვირტუალური სატირითა და მცირე იუმორით, რომელმაც Youtube-ზე უკვე დააგროვა მილიონზე მეტი ნახვა და საკმაოდ დადებითი გამოხმაურებაც მოიპოვა.

ნატალია ნაყოფიას ცხოვრება მუსიკით დაიწყო, ინტერესი და სიყვარული მუსიკის მიმართ ნატალიას ბავშვობიდან გაუჩნდა და სკოლის დამთავრების შემდეგ, ზუსტად იცოდა რომელ პროფესიას მიუძღვნიდა თავს. 17 წლის აბიტურიენტმა ბედი მხოლოდ ერთ უნივერსიტეტში სცადა და მცდელობა წარმატებული აღმოჩნდა, ნატალია ნაყოფიამ სწავლა ბერკლის მუსიკალურ კოლეჯში განაგრძო.

ზევით