#ლიტერატურა

„იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო“: 2 თებერვალი წიგნის საჯაროდ კითხვის დღეა

გაზიარება:

„იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო“ - ამ სლოგანით დღეს, მსოფლიოს 100 სხვადასხვა ქვეყანაში 31 მილიონი ადამიანი წიგნის პოპულარიზაციის მიზნით ერთიანდება. 2 თებერვალი წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეა და საქართველოში ეს თარიღი უკვე მეშვიდედ აღინიშნება. ქართველი მწერლები, პოეტები, მთარგმნელები და ილუსტრატორები მთელი საქართველოს მასშტაბით სკოლებს, უნივერსიტეტებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებს ონლაინ შეხვდებიან და მათთან ერთად აღნიშნავენ წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს.

დღევანდელი დღის და კითხვის მნიშვნელობაზე, იმაზე თუ რა გავლენა იქონიეს წიგნებმა მის ცხოვრებაზე და რას ცვლის წიგნიერება საზოგადოებაში, ახალგაზრდა ქართველი მწერალი ირაკლი შამათავა გვიამბობს:

„ბავშვობაში ჩემს ერთ-ერთ ფობიას წიგნთან მისვლის შიში ერქვა. იანუშ კორჩაკის „მეფე მათიუს პირველი“ და ჟიულ ვერნის სათავგადასავლო ლიტერატურით ვცადე კითხვის შეყვარება. ისე მიმზიდველი აღმოჩნდა, სულ მალე ბიბლიოთეკაში გადავინაცვლე.

მიყვარდა ზაფხული და ოთახში წიგნებთან გამოკეტვა. არადა, წიგნზე მაშინდელი განწყობა განსხვავებული იყო. მიმტკიცებდნენ, რომ წიგნით ცხოვრების შეცვლა შეუძლებელია. სინამდვილეში, ყოველთვის ვიცოდი, წიგნია წარმატების გზამკვლევი, წიგნია საუკეთესო მეგობარი, წიგნია ყველა ადამიანური შესაძლებლობის ანი და ჰაე.

ულრიხ პლენცდორფი - ახალგაზრდა ვ.-ს ახალი ვნებანი

 

ყიდვა

მიუხედავად აფხაზეთის ომის შემდეგ შეჭირვებულად ცხოვრებისა, დედა ცდილობდა საინტერესო წიგნები გვქონოდა. ოთხმოცდაათიანების ბავშვებს ბევრნაირი რიგი გვახსოვს: პურის, ნავთის, საყოფაცხოვრებო ნივთის, ჰუმანიტარული და დევნილთა დახმარების... გვემატებოდა სახელგამიც!

ოლგა ტოკარჩუკი - შოტლანდიური თვე

 

ყიდვა

ახლა კი, მივმართავ უფროსკლასელებს, თუ აქამდე არ გიცდიათ წიგნთან დამეგობრება - იპოვეთ სასურველი ლიტერატურა, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი ხედვა - მესამე თვალი - გაგიჩნდებათ სამყაროში, რომელიც გაპოვნინებთ სიმშვიდეს, ჰარმონიას. ცხოვრებაც ხომ ამის ძიებაა საფინალოდ!

ერნესტ ჰემინგუეი - მოხუცი და ზღვა

 

ყიდვა

ჩემი ცხოვრება რამდენიმე წიგნმა შეცვლა: ულრიხ პლენცდორფის „ახალგაზრდა ვ.-ს ახალი ვნებანი“, მარტენ პაჟის „როგორ გავხდი იდიოტი“, ოლგა ტოკარჩუკის „შოტლანდიური თვე“, „წიგნები იაკობისა“, თომას მანის „ბუდენბროკები“, ერნესტ ჰემინგუეის „მოხუცი და ზღვა“, რიუნოსკე აკუტაგავას და იასუნარი კავაბატას (ყველაზე მეტად მაინც იაპონური ლიტერატურა მიყვარს) შემოქმედებამ. დაბოლოს, ფიოდორ დოსტოევსკის „დანაშაული და სასჯელი“... მას მერე ბუზღუნა მოხუცის და ახალგაზრდა რასკოლნიკოვის თვალით ვუყურებ სამყაროს ყველა მოვლენას და ვცდილობ, თუ დავაშავებ, საამისოდ პასუხისმგებლობას კი არ გავექცე, არამედ სინდისის ხმით დავისაჯო.

ზევით