სტუმართმოყვარეობით განთქმული ალექსანდრე ჭავჭავაძის ოჯახი, საქართველოს ერთ-ერთი მთავარი კულტურული კერა იყო ყოველთვის. საქართველოში ჩამოსული სტუმრები ჭავჭავაძეების სახლში ეცნობოდნენ ქართველი ხალხის ტრადიციებს, მუსიკას, მწერლობას, სუფრასა და ქართულ ღვინოს. თითქმის საუკუნის შემდეგ ეს ტრადიცია აღდგა და დღეს ჭავჭავაძეების მამული არაერთ საინტერესო ღონისძიებას მასპინძლობს და მათ შორის ჯაზისა და ღვინის ფესტივალს.
ღვინო და ჯაზი 5 წლის წინ კახეთში დამეგობრდნენ, Jazz and Wine Kakheti დაირქვეს სახელად და მას შემდეგ კახეთის ცის ქვეშ თავს იყრიან ამ ორის მოყვარული ადამიანები და ეზიარებიან ჯაზსაც და ღვინოსაც, ცალ-ცალკეც და ერთად.
ღვინისა და ჯაზის ფესტივალში, ტრადიციულად, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის ცნობილი მუსიკოსები იღებენ მონაწილეობას. არც ეს წელი გახდა განსხვავებული და Jazz and Wine Kakheti-ს ფარგლებში, 16 ოქტომბერს, წინანდლის მამულში, რადისონ ქოლექშენში, იტალიელი, ამერიკელი, პოლონელი და ქართველი არტისტები მუსიკალური აფეთქებისთვის გაერთიანდებიან.
ფესტივალზე არაერთი სიურპრიზი გელოდებათ და მათ შორის უცხოელი და ქართველი არტისტების კოლაბორაცია - პროექტი UNITED PIANIST, რომელიც მხოლოდ ფესტივალის სტუმრებისთვის შესრულდება.
ჰო, და რაც ძალიან მნიშვნელოვანი, როგორც კი შეღამდება და კახეთის ცაზე ვარსკვლავები დაიყრება, სტუმრების განწყობაზე ზრუნვას დიჯეი მაესტრო და სუზან ალტი შეუდგებიან.
ზემოთ წაკითხულიდან მიხვდით ხომ, რომ კახეთში ნამდვილი ჯაზის აფეთქება მოხდება, მაგრამ ღვინო სად არის? ღვინოც იქნება და ღვინის დეგუსტაციაც, ხოლო იტალიელი მზარეულები მაურიციო სიცილიანო და კარნევალი ედოარდა ნამდვილ კულინარიულ შოუს გამართავენ და სტუმრებს სპეციალურად ფესტივალისთვის შექმნილი უნიკალური რეცეპტით დამზადებული კერძებით გააბრუებენ.
ერთი წამით, ერთი წამით, მინდა უკან დასაწყისში გადავახვიო და მთავარი გითხრათ, ჯაზისა და ღვინის ფესტივალს იტალიელები Rudy Valentino ei Baleras გახსნიან, სვინგის, როკ-ენ-როლისა და დოლჩე ვიტას მიქსით.
p.s. სანამ მუსიკით ტკბებით, www.tkt.ge - ს ეწვიეთ, იჩქარეთ, ამ ჯადოსნურ თარიღს სულ რამდენიმე დღე გვაშორებს.
Academy Museum-ში გამართულ კინემატოგრაფიის დღესასწაულის ფონზე გაშლილი წითელი ხალიჩა კაშკაშა ვარსკვლავებმა დაიპყრეს. ერთად გადავავლოთ თვალი ჰოლივუდის გამორჩეული სახეების ავანგარდულ, გლამურულ თუ სადა და ელეგანტურ ლუქებს.
ფილმი, რომელშიც მთავარ როლებს ჩენინგ ტატუმი და ნაომი აკი ასრულებენ, აგვისტოში გამოვიდა, თუმცა პოპულარობა P. Diddy-ს სკანდალის ფონზე მოიპოვა. სოციალურ ქსელებში რეპერსა და ჩენინგ ტატუმის პერსონაჟ, სლეითერ კინგს შორის ავლებენ პარალელს.
გოგონებო, პრინცესას კაბები მოამზადეთ, დედოფალი მია თერმოპოლისი მალე ისევ ეწვევა თავის სამეფოს. უკვე დიდი ხანია ვიცით, „პრინცესას დღიურები“ ტრილოგიით ბრუნდება, თუმცა არ იყო ცნობილი ვიხილავდით თუ არა მასში ენ ჰეთევეის. რამდენიმე დღის წინ კი, მსახიობმა თავად გაგვიზიარა ემოციები მესამე ნაწილში მონაწილეობის შესახებ.