ჯგუფი „მგზავრები“ დიდ საზაფხულო კონცერტს გამართავს

მგზავრები

17 ივნისს, მთაწმინდის პარკში ჯგუფი „მგზავრები“ Underwheel Club-ში „დიდ საზაფხულო კონცერტს“ გამართავს. „მგზავრები“ მსმენელის წინაშე ძველი და ახალი ალბომით წარსდგება, კონცერტზე გაიჟღერებს როგორც ჰიტად ქცეული, აგრეთვე ახალ რეპრეტუარში შემავალი სიმღერები. 

„დიდ საზაფხულო კონცერტზე“ დასასწრები ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია Tkt.ge-ზე ბილეთის ღირებულება 50 ლარი გახლავთ.

გასულ თვეებში ქართველ თუ უცხოელ მსმენელს შესაძლებლობა რამდენჯერმე მიეცა  „მგზავრებისთვის“ მოესმინა. რუსეთ-უკრაინის დაწყების შემდეგ მუსიკალურმა ჯგუფმა საქველმოქმედო კონცერტები დააანონსა, რომლისგან შემოსული თანხაც სრულად ირიცხებოდა ჰუმანიტარული და სამედიცინო თანადგომის ფონდში.

ზევით