#მხატვრობა

ჯგუფური გამოფენა „სიმღერები დავიწყებით კვდებიან“ Gallery Artbeat-ში

გაზიარება:

24 ივნისს, Gallery Artbeat, ანისა ტოუატის კურატორობით, ჯგუფურ გამოფენას, სახელწოდებით „სიმღერები დავიწყებით კვდებიან“ უმასპინძლებს. გამოფენაში მონაწილე ხელოვანთა შორის არიან ადრიენ ვესკოვი, დებორა ჰანსონ მერფი, მატილდ როზიე, რომან სარო, ზოე უილიამსი, სალომე ჩიგილაშვილი, მამუკა ჯაფარიძე და მარი ყალაბეგაშვილი.

„სიმღერები დავიწყებით კვდებიან“ აღნიშნავს წრის სიმბოლურ ფორმას, სიცოცხლის მეტაფორას, რომელიც მეორდება ენერგიის დაზოგვის აფეთქებით. წრიულ ბრუნვაზე ეს ეგზისტენციური რეფლექსია სიცოცხლის და ცვალებადი დროის აბსურდის ხაზგასმის ფორმაცაა. გამოფენა ხაზს უსვამს საგნების უმნიშვნელობას - ისინი სრულდებიან და ხელმეორედ იწყებიან, იწყებიან და ისევ სრულდებიან... ნებისმიერ შემთხვევაში ისინი ამ წრეზე ბრუნავენ.

მუსიკოსები ხშირად ამბობენ, რომ „თუ პარტიტურა სრულდება და იწყება იმავე მუსიკით ეს ნიშნავს, რომ დრო წრიულია, დრო გაუქმებულია და ჩვენ სამოთხეში ვართ. თითქოს ამან უნდა გაგვახსენოს, რომ წრის დასრულება მხოლოდ მის დაწყებას და მომდევნო წრეზე წასვლას ნიშნავს...“ .

„სიმღერები დავიწყებით კვდებიან“ ეხმიანება სეზონთა ციკლს და წრიულ და ლინეარულ დროის შესახებ საპირისპირო წარმოდგენებს ცვლის უფრო გასაგებ მიდგომად. განმეორება რეალურია, დომინანტური და ნოსტალგიით სავსეა, თუმცა იგი წინ მოძრაობს და მხოლოდ მისით იქმნება მომავალი. დროის ბორბალი ვაკუუმში არ ტრიალებს.

„რამდენი სამყარო არსებობს სინამდვილეში ჩვენში, რომელთაც ვერც კი ვხედავთ ბოლომდე ყოველდღიურობაში? ბევრი საიდუმლო არსებობს, რომელთა წამორდგენა ჩვენ არც კი შეგვიძლია. არსებობს კი საიდუმლოების კარი? თუკი ეს ასეა, მაშინ ჩვენ ხომ არ ვცხოვრობთ დაკეტილ სამყაროში?“ - ანისა ტუატი.

გამოფენა 24 ივნისიდან 6 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.

ზევით