ქართველი ბალერინა ბალეტის ერთ-ერთ საუკეთესო მოცეკვავედ დასახელდა

ბალერინა მაია მახათელი

მაია მახათელი, ჰოლანდიის ნაციონალური ბალეტის პრიმა ბალერინა, ხელოვანთა ოჯახში დაიბადა: ბებია ოპერის მომღერალი იყო, ბაბუა ქართული ცეკვების მოცეკვავე, მამა ქორეოგრაფიული სასწავლებლის დირექტორი, ოპერისა და ბალეტის თეატრის პრემიერი, დედა – ბალერინა, და ძმა – როიალ ბალეტის პრემიერი. გასაკვირი არც არის, რომ მაიას ბავშვობიდანვე ბალეტის სიყვარული ჩაენერგა.

სულ ცოტა ხნის წინ, ქართველი ბალერინა მაია მახათელი, საერთაშორისო ჟურნალ Dance Europe-ის ვერსიით, ბალეტის ერთ-ერთ საუკეთესო მოცეკვავედ დასახელდა. წოდებისთვის „2020 წლის საუკეთესო მოცეკვავე“ ქართველმა ბალერინამ რუს კოლეგებს „დიდი თეატრიდან“ გაუწია კონკურენცია და ჟურნალის გარეკანზეც დაიბეჭდა.

„ბავშვობიდანვე ვიცოდი რამდენად რთული პროფესია ავირჩიე, მაგრამ ამისთვის მზად ვიყავი. პატარა ასაკიდანვე ასეთი შრომისმოყვარეობა და მიზანდასახულობა გენეტიკისა და ჩემი ოჯახის წევრების დამსახურება იყო, რომლებმაც ჩემი კარიერის განვითარებისთვის საუკეთესო პირობები შემიქმნეს“

სერიოზული ნაბიჯები საბალეტო კარიერაში მაიამ 16 წლის ასაკში გადადგა, როდესაც ოჯახთან ერთად საცხოვრებლად ამერიკაში გადავიდა. სწორედ ამ პერიოდში დაიწყო მუშაობა საბალეტო თეატრშიც, სადაც ძალიან წამყვანი ბალერინა გახდა. წარმატების მიუხედავად, გეზი მაინც ევროპისკენ ჰქონდა აღებული და 2006 წელს ჰოლანდიის ნაციონალურ ბალეტს შეურთდა.

მაია მახათელი და მეუღლე

მაია მახათელი მეუღლესთან ერთად ph:Lupe Lejena

მაიამ თავისი მეორე ნახევარიც თეატრში გაიცნო. ბალეტის წყალობით მაია მახათელი და არტურ შესტერიკოვი არა მხოლოდ სცენის პარტნიორები, არამედ ცხოვრების თანამგზავრებიც გახდნენ. წყვილს ერთი შვილი - ლუკა ყავს.

ზევით