#კულტურა

ქეთი მელუა, როგორც ევროპული კულტურის ჯილდო საქართველოსთვის

გაზიარება:

| ნანკა კიკალია |

ქართველებს რომ ქართველების წარმატება გვიყვარს და გვიხარია, ისე არ ვიცი რამე თუ გვახარებს. კი დავკორტნით ხოლმე ერთმანეთს, მაგრამ თუ საფრთხეში აღმოვჩნდებით ან ვინმე ჩვენებური საზღვრებს გარეთ იმარჯვებს, ერთ მუშტად შევიკვრებით და ძლევამოსილები გავხდებით წამში. ხშირად დაგბადებიათ ალბათ კითხვა, რომელიც ბევრ ქართველს აფიქრებს: „და რამ ან ვინ გადაარჩინა ეს პაწაწინა ერი ამდენი არაერთგული ადამიანით?“, კი, მეც ხშირად, მაგრამ ვფიქრობ, სწორედ რომ იმ თვისებამ, რაზეც ზევით უკვე ვილაპარაკე.

მოკლედ, 29 აგვისტოს საღამო, ფრიად საინტერესო გახლდათ დედამიწისთვის. ვენეციაში ვარსკვლავები ცვიოდა Dolce & Gabbana-ს ჩვენებაზე, ამ სიტყვების სრული გაგებით! ციურიხში კი, ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის სამშობლოში, ამ კომპოზიტორის 250 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გალა იმართებოდა, სადაც ჩვენი ნაზი ქართველი გოგონა, ქეთი მელუა ქართველი დიზაინერის და თბილისის პირველი ლედის, ანუკი არეშიძის ბრენდის კაბაში გამოფარფატდა და რამდენიმე წამით, მაგრამ სუნთქვა შეუკრა ციურიხის სტუმრებს. ტანში ჟრუანტელმა გამიარა, თქვენც?! მეტსაც გეტყვით, ქეთი მელუა, ლეგენდარული გერმანული როკ ჯგუფის, Scorpions-ის პარალელურად ევროპის კულტურის ჯილდოს მფლობელი გახდა. მეტი რა ვქნათ ამ პატარა ერმა?!

katie melua

ცოტა რამ პრიზის შესახებ, რომ სიამაყის გრძნობა, რომელიც ახლა ასე ძალიან მავსებს, გავიხანგრძლივო მეც და თქვენც. აღნიშნული ჯილდო კულტურის წარმომადგენლების შესანიშნავი მიღწევების პატივისცემად შეიქმნა. პრიზის დონორი დრეზდენის ევროპული კულტურული ფორუმია. ხოლო, თავად დაჯილდოების ცერემონიალი ყოველწლიურად ევროპის სხვადასხვა კულტურულ ქალაქში ტარდება. ევროპული კულტურული პრიზი იმ პიროვნებებისა თუ ინიციატივებისა დასაფასებლად შეიქმნა, ვისაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ხელოვნების განვითარებაში.

პ.ს. ძვირფასო ქეთი, მადლობა!

xo xo

ზევით