კინცუგი როგორც ფილოსოფია, ბიზნესი და ხელოვნება

კინცუგის ხელოვნება

ამომავალი მზის ქვეყანაში განსაკუთრებული სითათუთით უდგებიან როგორც ნივთებს ასევე, გრძნობებს და ცოცხალ არსებებს. სწორედ ამან განაპირობა, რომ ჩვენი კულტურისგან განსხვავებით, რომელიც გვასწავლის, რომ ყველაფერი გატეხილი და გაბზარული სასწრაფოდ სანაგვე ყუთში უნდა გადავაგდოთ, იაპონურ კულტურაში სანამ რამეს სანაგვე ყუთში მოისვრიან, აუცილებლად მისცემენ ერთი ათას შანსს.

კინცუგი

ხუთასი წლის წინ, იაპონიის სამხედრო ფეოდალური მმართველთა დინასტიის წარმომადგენელის, ასიკაგა ტაკაუძის დამსახურებით ხელოვნებისა და ფილოსოფიის ახალ დარგას ჩეყარა საფუძველი და მას კინცუგი დაერქვა. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ასიკაგამ საყვარელი ფინჯანი გატეხა, მის შესაკეთებლად კი სრულიად ჩინეთი და იაპონია ჩართო, შედეგად კი “შეკეთებული” და ოქროს ბზარებით დამაშვენებული ჭურჭელი მიიღო. კინცუგის ტექნოლოგია ითვალისწინებს გატეხილი ნივთების რესტავრაციას, ბზარის მეტალით შევსებასა და ნივთისთვის ახალი “შანსის” მიცემას. კინცუგის ტექნოლოგიამ ადგილი ფილოსოფიასა და ფსიქოლოგიაშიც ჰპოვა.

kintsugi pottery

თუმცა, მანამ სანამ კინცუგის ფილოსოფიას ჩავუღრმავდებით, გვინდა აღვნიშნოთ, რომ წარსულში გაბზარული საგენების შეკეთება ერთგვარ წარმატებულ ბიზნესადაც იქცა. ხელოსნები გაიწაფნენ გაბზარული ჭურჭლის შეკეთება-გალამაზებაში. ისინი იაფად ყიდულობდნენ მათ, ხოლო შემდგომ გასსამაგებულ ფასებში ყიდდნენ. დღეს კი უკვე, სპეციალურად იქმნება ხელოვნებისა თუ ყოველდღიური მოხმარების ნივთები კინცუგის იმიტაციით. 

kintsugi

Steve Stace-ის არტი

თუ ჩავუღრმავდებით, კინცუგი მთელი ფილოსოფიაა, რომელიც არა მხოლოდ ჭურჭლის შეკეთების ტექნოლოგიას ითვალისწინებს, არამედ ხელოვნებაა გამოსავალი იპოვო მაშინაც კი, როდესაც  ყველაზე ცუდ მდგომარეობაში იმყოფები. კინცუგის ფილოსოფიის მიხედვით, არა მხოლოდ უსულო საგნები, არამედ სულიერიც შეიძლება გაამთელო, როგორი “გატეხილიც” არ უნდა იყოს ის. 

და რაც მთავარია, საკუთარი თავი უნდა მიიღო ყველა ნაკლოვანებებით, ისინიც ხომ შენი არსების განუყოფელი ნაწილია. 

ზევით