კინოს ჯადოქარი სერგო ფარაჯანოვი

სერგო ფარაჯანოვი

სერგო ფარაჯანოვი მე-20 საუკუნის კინემატოგრაფიის ერთ-ერთი უდიდესი ხელოვანია. მისეულ ხედვას, როგორც ფენომენს, ანალოგი არ ყავს კინოხელოვანთა სამყაროში. ფარაჯანოვის შედევრია „დავიწყებული წინაპრების აჩრდილები“, რომელმაც რეჟისორს უამრავი საერთაშორისო ჯილდო და მსოფლიო აღიარება მოუტანა, თუმცა საბჭოთა კავშირში ფილმი გამოსვლისთანავე შავ სიაში მოხვდა. და როგორც იმ დროს სჩვეოდათ, ცოცხალი გენიოსი ყველანაირად შეავიწროვეს და ციხეშიც კი ჩასვეს, თან არაერთხელ.

 „სერგო დაიჭირეს იმიტომ, რომ ის ჩარჩოები, რომელიც იყო დაწესებული მაშინდელი ხელისუფლების მიერ, ამ ჩარჩოებს ხეთქავდა თავისი ხელოვნებით”, - ელდარ შენგელაია

სერგო ფარაჯანოვი

საბჭოთა კინოში ვარსკვლავი დაიბადა, მაგრამ მისი სიკაშკაშე, მისი გენიალური და გამომწვევი იდეები საბჭოთა რეჟიმისათვის შემაშინებელი და სახიფათო აღმოჩნდა. ამ რეჟიმს ხომ დაუმორჩილებელი ადამიანები არ სჭირებოდა. ფარაჯანოვიც დემონსტრაციულად უწევდა წინააღმდეგობას საბჭოთა რეჟიმს, არასდროს მალავდა საკუთარ აზრს.

 „მე მინდოდა შემექმნა შიდა დინამიკა, რომელიც სურათიდან, ფორმებიდან და ფერთა დრამატურგიიდან მოდის“ , - ფარაჯანოვი

ბროწეულის ფერი

ფარაჯანოვმა 1968 წელს თავისი ერთ-ერთი შედევრი – „საიათნოვა“ გადაიღო, რომელიც თბილისელ პოეტს, სასიყვარულო ლირიკის ოსტატს, აშუღ საითნოვას მიუძღვნა. ფილმში არც დიალოგებია, არც მონოლოგები და არც დამაინტრიგებელი სიუჟეტი. თითქოს ფარაჯანოვმა ფერწერული ტილოები ფირზე გადაიტანა. ხოლო მინიატურები ისე ლაგდება ერთ მთლიანში, თითქოს ბროწეულის ნაყოფის გაბნეული მარცვლებია.

 „ბროწეულის ფერი“ სილამაზის სრულყოფილებაა. მე ვფიქრობ, რომ ფარაჯანოვი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო რეჟისორია“, - მიქელანჯელო ანტონიონი

The Color of Pomegranates

ფილმი, რომელშიც სოფიკო ჭიაურელი გენიალურად ასრულებს ექვს როლს, როგორც მამაკაცის, ასევე ქალის, რა თქმა უნდა, საბჭოთა რეჟიმის მიერ დაიბლოკა და მსოფლიო ეკრანებზე გამოსვლას ყადაღა დაედო. მოგვიანებით ფილმი რედაქტირებულ იქნა და ახალი სათაურით – „ბროწეულის ფერი” გამოვიდა. უფრო მეტიც, 1969 წელს რუს რეჟისორ სერგეი იუტკევიჩს დაევალა ფილმის თავიდან მონტაჟი, რის შედეგად ავტორისეული ორიგინალი მხოლოდ სომხურ ვარიანტში შეგვიძლია ვიხილოთ.

„მე ტყვეობაში ვარ და არა პატიმრობაში“, - სერგო ფრაჯანოვი

სერგო ფარაჯანოვი

სერგო ფრაჯანოვს საბჭოთა რეჟიმი პერიოდულად ციხეში სვამდა, არ აძლევდა ფილმების გადაღების საშუალებას. მისი იდეები ყველგან იბლოკებოდა. მან არაერთი გენიალური სცენარი დაწერა, თუმცა არცერთის გადაღების უფლება არ მისცეს.

ფარაჯანოვს 1984 წელს ფილმის გადაღების უფლება მისცეს და მანდ დოდო აბაშიძესთან ერთად „ამბავი სურამის ციხისა” გადაიღო. ფილმის სიუჟეტი დატვირთულია ვნებებით, გაცხარებული ბრძოლაა მარადიულ საწყისებს შორის, როგორიცაა სიცოცხლე და სიკვდილი, კეთილი და ბოროტი, სიყვარული და სიძულვილი. რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, ამ ფილმში ცენზურას არცერთი კადრი არ ამოუჭრია.

ამაბვი სურამისა ციხის

ფილმმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. 1985 წელს „ამბავი სურამის ციხისა“ Pesaro International Festival-ზე  მიიწვიეს. იტალიური პრესა წერდა, რომ „ბროწეულის ფერის“ გადაღებიდან 15 წლის შემდეგმ ფარაჯანოვმა ისევ დაამტკიცა, რომ გენიალური რეჟისორია, რომელსაც მხოლოდ შედევრების შექმნა შეუძლია”.

როგორც ადამიანებს ჩვევიათ, სერგო ფრაჯანოვი გენიოსად მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ აღიარეს. თუმცა, სიცოცხლეში მას თაყვანს ისეთი გენიოსები სცემდნენ, როგორებიც არიან ფედერიკო ფელინი, მიქელანჯელო ანტონიონი, ანდჟეი ვაიდა. როგორც მისი მეგობრები იხსენებენ, ყოველი მისი დღე იმპროვიზირებული სპექტაკლი იყო, ყოველი მისი გამოჩენა საზოგადოებაში ფანტასმაგორიული შოუ.

ზევით