#ცნობილები #კინო

კრისტენ სტიუარტის მორიგი გამობრწყინება პრინცესა დიანას როლში

გაზიარება:

Daily Mail გადასაღები მოედნიდან კრისტენ სტიუარტის ახალ ფოტოებს ავრცელებს, სადაც მსახიობს პრინცესა დიანას იმიჯი აქვს მორგებული. კადრებში პრინცესას შვილების - უილიამისა და ჰარის როლის შემსრულებლებიც ჩანან. KFC-ის drive-ზე გაჩერებული Porsche-ს მარკის ავტომობილიდან გადმოსული მსახიობი პაპარაცებმა 2 ახალგაზრდა მსახიობთან ერთად დააფიქსირეს, რომლებიც ბრიტანეთის სამეფო კარის მემკვიდრეებს ძალიან ჰგვანან. 

პრინცესა დიანა, კსირტენ სტიუარტი, Spencer

მოგეხსენებათ, რომ სტიუარტის მონაწილეობით რეჟისორი - პაბლო ლარინი ბიოგრაფიულ ფილმს, სახელწოდებით Spencer იღებს. ფოტოებში მსახიობი იმ სამოსშია გამოწყობილი, რომელიც ლედი დის 1988 წელს, Guards Polo Club-ში სტუმრობისას ეცვა: ღია ფერის ჯინსის შარვალი, მუქი ლურჯი პიჯაკი, სპორტული ფეხსაცმელი და კეპი ბრიტანული საქველმოქმედო ორგანიზაციის ლოგოთი.

პრინცესა დიანა, კრისტენ სტიუარტი

როგორც ფოტოებიდან ჩანს, ფილმის გადაღებებზე პრინცესა დიანას ავტომობილად მწვანე ფერის Porsche-ს იყენებენ, თუმცა ცნობილია, რომ ლედი დი ბიჭებთან ერთად ძირითადად Audi-ის მარკის ავტომობილით გადაადგილდებოდა ხოლმე, რომელიც ასევე მუქი მწვანე ფერის გახლდათ. 

პრინცესა დიანას მანქანა, გადასაღები მოედანი

ფილმში Spencer პრინცესა დიანას არა ერთ ცნობილ Look-ს ვიხილავთ, რომლებსაც კრისტენ სტიუარტი გადასაღებ მოედანზე ირგებს, მსახიობი გადაღებებში კვირაში რამდენიმე დღის მანძილზეა ჩართული, მისი ვიზუალური გარდასახვა კი ნამდვილად საოცარია. 

კრისტენ სტიუარტი, პრინცესა დიანას როლში

ზევით