#ლიტერატურა

დინა ფრაიდის მიერ გაცოცხლებული კულინარიული სცენები ლიტერატურიდან

გაზიარება:

ახლა რომ გკითხოთ, რომელი სცენა გახსენდებათ ჰოლდენ კოლფილდის თავგადასავლის ხსენებაზე „თამაში ჭვავის ყანიდან“ ან „ალისას მოგზაურობაზე საოცრებათა ქვეყანაში“, რა იქნებოდა თქვენი პასუხი? - როგორც აღმოჩნდა, დინა ფრაიდისთვის, რომელიც გრაფიკულ დიზაინერად მუშაობს, წიგნებიდან ყველაზე დასამახსოვრებელი ის სცენებია, რომლებშიც კულინარიული მომენტებია აღწერილი.

თამაში ჭვავის ყანაში, ჯერომ სელინჯერი

ლიტერატურის წყალობით გაჩენილი კულინარიული წარმოსახვა დინა ფრაიდისთვის შთაგონება გახდა, რომელიც მან ფოტოების სერიის შესაქმნელად გამოიყენა: „ჩემთვის, როგორც მკითხველისთვის, ჭამის სცენები წიგნებიდან ყველაზე დასამახსოვრებელია, მას რეალურად შეუძლია ემოციების აღძვრა და წიგნის პერსონაჟებთან ჩემი დაკავშირება“ - ამბობს დინა.

დინა ფრაიდმა Fictitious Dishes სერიის შექმნა სულ რაღაც 5 ფოტოთი დაიწყო, როდესაც დამწყები გრაფიკული დიზაინერი ჯერ კიდევ Rhode Island School of Design-ის სტუდენტი იყო, დღეს კი Fictitious Dishes არის წიგნი, რომელიც თანამედროვე და კლასიკური ლიტერატურის კულინარიულ მომენტებს სასიამოვნო ინტერპრეტაციით აცოცხლებს.

ალისა საოცრებათა ქვეყანაში, ლუის კეროლი

კრებული Fictitious Dishes აერთიანებს კულინარიულ სცენებს ისეთი წიგნებიდან, როგორებიცაა: „ალისა საოცრებათა ქვეყანაში“, „ოლივერ ტვისტი“, „მადამ ბოვარი“, „რებეკა“,  „გოგონა დრაკონის ტატუთი“, „ემა“, „თამაში ჭვავის ყანაში“ და მრავალი სხვა.

გოგონა დრაკონის ტატუთი, სტიგ ლარსონი

დინა ლიტერატურული სცენების დადგმისას და გადაღებისას, ხშირად მიმართავს ფანტაზიას, კულინარიული დიზაინები 100%-ით არასდროს შეესაბამება ტექსტს, თუმცა არც მისგან განყენებული არ არის. მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ „თამაში ჭვავის ყანიდან“ გაცოცხლებული მომენტი. როგორც დინა ამბობს, მას სენდვიჩისთვის ჰოლანდიური ყველი უნდა გამოეყენებინა, თუმცა თავად ნარინჯისფერ ფერზე გააკეთა არჩევანი, რადგან საერთო სურათის შექმნისას ეს ფოტო სწორედ ამგვარად წარმოედგინა.

დინა ფრაიდი თვითონ არის თითოეული გაცოცხლებული სცენის როგორც ფოტოგრაფი, ასევე დიზაინერი. ხშირად სწორედ ეს უკანასკნელი მოვალეობა უკარგავდა მას მოსვენებას. ზოგჯერ დინამ ზუსტად იცოდა რისი გადაღება სურდა, თუმცა საჭირო რეკვიზიტის არქონის გამო, რასაც ინტუიციურად გრძნობდა, შეეძლო გადაღება რამდენიმე დღით ან კვირითაც კი გადაედო. ასე მოხდა „მობი დიკის“ კულინარიული სცენის გადაღებისას: სანამ ფრიდმა არ გაიხსენა, რომ მამამისს გადაღებისთვის საჭირო ლუდის კათხა ჰქონდა, მანამდე ჩანაფიქრი სისრულეში ვერ მოიყვანა.

თანამედროვე თუ კლასიკური ლიტერატურის გაცოცხლებულ კულინარიულ სცენებზე დინა ფრიდი 2 წლის განმავლობაში მუშაობდა, Fictitious Dishes სულ 50 ფოტოსურათს აერთიანებს.

ჰეიდი, იოჰანა სპირი
მობი დიკი, ჰერმან მელვილი
ოლივერ ტვისტი, ჩარლზ დიკენსი
გზაზე, ჯეკ კერუაკი
ზარხუფი, სილვია პლათი
ნუ მოკლავ ჯაფარას, ჰარპერ ლი
ზევით