კულტურული ომი: რუსეთი ხელოვნების ნიმუშების დაბრუნებას იტალიიდან ითხოვს

გაზიარება:

რუსეთის კულტურის მინისტრის ბრძანებით და ერმიტაჟის მუზეუმის მოთხოვნით, მილანისა და რომის გალერეებისთვის გადაცემული ხელოვნების ნიმუშები მარტის ბოლომდე რუსეთში უნდა დაბრუნდეს, ჯამში სულ 25 ნიმუში.

„რუსეთის კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებით, თითოეული მხატვრული ნიმუში, რომელიც საზღვრებს გარეთ არის დროებით გატანილი რუსეთში უნდა დაბრუნდეს, ერმიტაჟი არის სახელმწიფო მუზეუმი და დამოკიდებულია კულტურის მინისტრის გადაწყვეტილებაზე“ - ნათქვამია ერმიტაჟის დირექტორის მიხაილ პიოტროვსკის განცხადებაში.

გალერეა Palazzo Reale, ამ წუთებშიც, ლეგენდარული იტალიელი მხატვრის ტიციანის გამოფენას მასპინძლობს, ამ გამოფენისთვის ერმიტაჟის მუზეუმმა გალერეას „ახალგაზრდა ქალის პორტრეტი ქუდით“ გადასცა. გამოფენა თებერვლის ბოლოს გაიხსნა და ის ივნისის დასრულებამდეა ჩანიშნული. თუმცა, როგორც ჩანს მარტის ბოლოდან გამოფენა ერმიტაჟის საკუთრებაში მქონე ხელოვნების ნიმუშის გარეშე გაგრძელდება.

რაც შეეხება გალერეა Gallerie d'Italia-ს, რომელშიც Grand’ Tour მიმდინარეობს, ერმიტაჟის მუზეუმიდან 23 ხელოვნების ნიმუშია ნასესხები.

რუსეთში უნდა დაბრუნდეს პიკასოს „ახალგაზრდა ქალის“ პორტრეტიც, რომელიც 1909 წლით თარიღდება და იტალიაში არასდროს ამ დრომდე არ გამოფენილა. ესპანელი მხატვრის ნამუშევარი ახლა Fondazione Fendi-ს გალერეაში, რომშია წარმოდგენილი და მისი ნახვა დამთვალიერებელს 15 მაისამდე უნდა შესძლებოდა, თუმცა მოვლენების მსგავსი განვითარების შემდეგ შესაძლებელია, რომ რომში მყოფებს მისი ნახვის საშუალება კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში მიეცემათ.

ზევით