#კინო

LATE NIGHT - ძალიან სასაცილო ფილმი სექსიზმის, ტელევიზიისა და ღამის ეთერის შესახებ

გაზიარება:

წარმოიდგინეთ სამყარო, სადაც ღამის ეთერის Prime Time-ში ქალი კომიკოსის შოუ გადის. დიახ, ეს მხოლოდ თქვენი წარმოდგენაა. ათწლეულების მანძილზე ღამის ეთერი მამაკაცების სამფლობელოა, ხოლო ყველა Late night გადაცემის სახელწოდება რომელიმე ცნობილი კომიკოსი მამაკაცის სახელით სრულდება. ნიშა განატრას 2019 წლის ფილმში კი ამერიკული სატელევიზიო სივრცის შუაღამის ვარსკვლავი ქალი კომიკოსი - კეთრინ ნიუბერია, რომლის როლსაც ემა ტომპსონი ასრულებს. 

ფილმის LATE NIGHT სცენარის თანაავტორი მინდი კალინგია, რომელიც ამავდროულად კომედიური ჟანრის ნამუშევარში სცენარისტის - მოლი პატელის როლს ასრულებს. ცნობილი კომიკოსის შოუ ეთერში უკვე წლებია გადის, თუმცა დროთა განმავლობაში მის მიმართ ინტერესი გაქრა, ამიტომ ტელეარხის ერთ-ერთი დირექტორი ტელეწამყვანის ჩანაცვლებას გადაწყვეტს. 

ემა ტომპსონი, late night

ფილმის მთავარი ხიბლი სექსიზმითა და სატელევიზიო სივრცეში არსებული სიტუაციით გაჯერებული სატირაა, რომელშიც მამაკაცების მიერ დომინირებული სფერო იმაზე გაცილებით ნაკლებად მწვავედაა წარმოდგენილი, ვიდრე ეს რეალურად ხდება. მინდი კალინგისა და ემა ტომპსონის დუეტი კი განუმეორებელია. 

მინდი კალინგი, late night

ფილმის მთავარი გმირი უხეში, კარიერისტი ქალია, რომელმაც Late Night გადაცემას მთელი ცხოვრება შესწირა. ყველაზე დიდი სარკაზმი იმაში მდგომარეობს, რომ ფილმის მთავარი გმირი ბრიტანელი ქალია. მინდი კალინგის გმირი კი სცენარისტების რიგებში მხოლოდ იმიტომ ხვდება, რომ ამდენ მამაკაცს შორის ერთი ქალი აუცილებლად უნდა იყოს. 

late night movie, emma thompson

ფილმის შესახებ რაიმე ზედმეტი რომ არ წამოგვცდეს, გირჩევთ Late Night აუცილებლად ნახოთ. ქალი რეჟისორის მიერ გადაღებული კომედიური ჟანრის ნამუშევარი ერთ საღამოს ნამდვილად გაგიხალისებთ. 

 

ზევით