LET ME REINTRODUCE MYSELF - რამდენიმე გვენ სტეფანი ერთ სცენაზე

gwen stefani let me

51 წლის გვენ სტეფანის ახალი ვიდეო რგოლი 2000-იანების მუსიკალურ ეპოქაში გვამოგზაურებს. მომღერალმა სიმღერა, სახელწოდებით Let me reintroduce myself, ჯერ კიდევ დეკემბრის დასაწყისში გამოუშვა, ხოლო კლიპმა დღის სინათლე 2 იანვარს იხილა.

gwen stefani 2000s

ახალი ვიდეო რგოლი გვენის მუსიკალური კარიერის ჰაილაითებს აერთიანებს. ძველი კლიპებიდან სხვადასხვა კოსტუმებში გამოწყობილი სტეფანი ერთ სცენაზე ერთდროულად გვევლინება. ვიდეოს დასაწყისში მომღერალს თეთრი ტოპი და ლურჯი სპორტული შარვალი No Doubt-ის კლიპიდან - Just a girl აცვია. მოგვიანებით, თეთრ კოპლებიან კაბაში გამოწყობილი მომღერალი, ჯგუფის ცნობილ ვიდეო რგოლს - Don’t speak გვახსენებს.

ვიდეოს ერთ-ერთ მონაკვეთში კი ლურჯთმიან მომღერალს ვხედავთ, რომელიც ამავე ვარცხნილობით 1998 წელს MTV VMA-ის დაჯილდოებაზე მოგვევლინა

კლიპი მხოლოდ გვენის წარსულს არ მოიცავს. მუსიკალური რგოლის შუა მონაკვეთში სტეფანი ნიშნობის ბეჭედზე მიგვანიშნებს, რომელიც მომღერალს საქმროსგან - ბლეიკ შელტონისგან ერგო. ვიდეოში ვარსკვლავი არაერთი სახის ნიღბით გვევლინება და ხელის სადეზინფექციო საშუალებასაც მოიხმარს.

 

ზევით