#კინო

უძღები შვილის დაბრუნება - ლინდსი ლოჰანი Netflix-ის ახალ პროექტში მონაწილეობს

გაზიარება:

Hollywood-ის უძღები შვილი ეკრანებს უბრუნდება. ლინდსი ლოჰანი, რომლისთვისაც მცირე ასაკში მოპოვებული პოპულარობა ბევრი ავბედითი გადაწყვეტილების მომტანი გახდა, საკუთარი ცხოვრებისა და კარიერის დაბრუნებას ცდილობს. მალე 34 წლის მსახიობი Netflix-ის ახალ პროექტში გამოჩნდება.

ლინდსი ლოჰანი, netflix, კომედია, ახალი ფილმი

კომედიური ჟანრის ფილმში ლინდსი სასტუმროების ქსელის გაზულუქებული მემკვიდრის როლს ასრულებს, რომელიც თხილამურებით სრიალისას მომხდარი შეჯახების შედეგად მეხსიერებას კარგავს. ახალგაზრდა ქალს, რომელსაც ამნეზია აქვს ლოკალური ლოჯის მფლობელი და მისი ქალიშვილი უვლიან.

ლინდსი ლოჰანის ახალი ფილმი, კომედია

ლოჰანის თქმით ამ პროექტით ის Hollywood-ს უბრუნდება. ბოლო რამდენიმე წელია ლინდსი საკუთარი დის მენეჯერობას ითავსებს. ალი ლოჰანი მუსიკალურ ინდუსტრიაში საკმაოდ წარმატებული არტისტია, შესაბამისად უფროსი და მის კარიერულ განვითარებაში აქტიურადაა ჩართული, თუმცა მსახიობი ამბობს, რომ ახლა უკვე მისი დაბრუნების დროა.

ძალიან მინდოდა ამერიკაში დაბრუნება. ამ პროექტით მონატრებულ ეკრანს ვუბრუნდები.

ბოლოს ლოჰანი ეკრანზე 2019 წელს გამოჩნდა, როდესაც მონაწილეობა საშინელებათა ჟანრის ფილმში - Among the Shadows მიიღო, თუმცა დიდი ხანია მთავარი პერსონაჟის როლი არ მოურგია. Netflix-ის პროექტი პრე-ფროდაქშენის პროცესშია, გამოსვლის თარიღი კი ცნობილი მალე გახდება.

ზევით