ლიტერატურული პრემია SABA 2020 წლის გამარჯვებულები

წლის ყველაზე მნიშვნელოვანი ლიტერატურული ღონისძიება ვირტუალურ ფორმატში ჩატარდა. „საბას“  ნომინანტთა სიაში ერთმანეთისგან განსხვავებულმა და საინტერესო მონაწილეებმა მოიყარეს თავი. „ლიტერატურული პრემია საბა“  2020 წლის საუკეთესო რომანის ლაურეატი ბესო სოლომანაშვილი გახდა, წლის დებიუტი მაია ცირამუა ნაწარმოებით „მშვიდობით, ძია გერშვინ“, ხოლო ქართულ ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ჯილდო გადაეცა პოეტსა და მთარგმნელ ბათუ დანელიას.

საბა

რომანს „ამბავი ძველი დახვრეტილებისა და ამბავი ახალი დასახვრეტებისა“, ავტორი „ალუზიურ მისტიფიკაციას“ უწოდებს და მოგვითხრობს 1921 წელს საქართველოში განვითარებული მოვლენების შესახებ. აქ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დაკარგვისა და ადამიანის ბედის გაუკუღმართების ტრაგიკული ისტორიებია მოთხრობილი. თავად ავტორს, ბესო სოლომანაშვილს საზოგადოება, როგორც კინო და ტელერეჟისორს იცნობს, თუმცა მას სხვადასხვა დროს გამოცემული აქვს რამდენიმე პროზაული კრებული.

ბესო საბა

ტარიელ ჭანტურიას პოეზია განსაკუთრებული მოვლენაა ქართულ ლიტერატურაში. თანამედროვე აზრით გაჟღენთილი, ამავდროულად მსუბუქი და ირონიითა და სარკაზმით აღსასვე, ეს და სხვა თანმდები მახასიათებლები მის პოეზის საინტერესოს ხდის ნებისმიერი ასაკის, სოციალური სტატუსისა თუ გემოვნების მკითხველისთვის. რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ, მკითხველს კვლავ მიეცა საშუალება, წაიკითხოს საყვარელი ავტორის ახალი კრებული „სიყვარულის შავი ყუთი 3“, რომელიც წელს საბას ლაურეატიც გახდა, როგორც საუკეთესო პოეტური კრებული.

ბესი ხარანაული

საუკეთესო პოეტური კრებულის მფლობელია ასევე ბესიკ ხარანაულის „დიდი სმა“. პოეტის არატრადიციულმა, ხალხურ ლექსთან დაახლოებულმა, ირონიულმა და იმავდროულად, მოდერნისტულმა პოეზიამ სიახლე შემოიტანა მეოცე საუკუნის პოეზიაში. მისი ლექსები ითარგმნება სხვადასხვა ენებზე, მათ შორის გერმანულზე, ფრანგულზე, ჩეხურზე, უნგრულზე, რაც იმის დასტურია, რომ ბესიკ ხარანაული მსოფლიო დონის პოეტია.

ტარიელ ჭანტურია

საუკეთესო პროზაული კრებულის წოდება კი, წელს მამუკა დოლიძეს ერგო კრებულისთვის - „გასეირნება დროთა სივრცეში“, რაც მოიცავს მწერლის ლიტერატურული შემოქმედების ვრცელ პერიოდს, დაწყებულს გასული საუკუნის ოთხმოციანი წლებიდან დღემდე.

მამუკა დოლიძე

ფოტო: SABA

ზევით