#მოდა

MACH&MACH FW 2021: პიროვნული ზრდა დები მაჭარაშვილების კოლექციაში #MBFW

გაზიარება:

MACH&MACH-ის ხსენებისას მეხსიერებაში ამოტივტივებული მბრწყინავი ფეხსაცმელები და კაშკაშა ჩანთები, უდავოდ, დები გვანცა და ნინა მაჭარაშვილების ხელწერაა, თუმცა, MACH&MACH მხოლოდ თვალისმომჭრელი აქსესუარების, კაბებისა და ფეხსაცმელების ბრენდი აღარაა, მისი გოგო ბევრად გაზრდილი და ჩამოყალიბებულია და ამაში თქვენც დაგარწმუნებთ.

MACH&MACH FW 2021

მახსოვს, წლების წინ MACH&MACH-ის ჩემთვის პირველ ჩვენებას რომ დავესწარი როგორი აღფრთოვანებით შევყურებდი ზღაპრულ სილუეტებს, რომლებსაც მნახველის ერთიანად მონუსხვის უნარი გააჩნდათ, სიმართლე გითხრათ, ბრენდის ხსენებისას ახლაც ეს ემოცია აღიძრება ჩემში, თუმცა, მერსედეს-ბენც მოდის კვირეულის ციფრული ჩვენების ხილვის შემდეგ, ვხვდები, რომ MACH&MACH ახლა უფრო თავდაჯერებული და ამაყია, ვიდრე მაშინ.

 MACH&MACH

 MACH&MACH-ის მბზინავი ესთეტიკა კვლავაც ცოცხალია და ის ქალური და მასკულინური სტილის სინთეზში საპატიო ადგილს იკავებს

 MACH&MACH-ის

მართალია, პოდიუმზე ერთი მეორის მიყოლებით ვიხილეთ ბრენდის სავიზიტო ბარათად ქცეული სამოსი და აქსესუარები, თუმცა მათ გვერდით აუცილებლად აღმოაჩენდით შემოდგომა/ზამთრის სეზონისთვის იდეალურ ფირუზისფერ მოსაცმელს, კლასიკურ ლურჯსა თუ მალინისფერ პალტოს, თვალშისაცემ ორეულებსა და პირადად ჩემს რჩეულ - გრძელ შავ კაბას გვერდზე ოვალური ჭრილითა და მბზინავი თვლებით.

ზევით