#კინო

მარგო რობის და კრისტიან ბეილის ტანდემი - ჯერ კიდევ უსახელო პროექტის backstage

გაზიარება:

მარგო რობი კრისტიან ბეილისა და ჯონ დევიდ ვაშინგტონის ხელიდან თავის დაღწევას ცდილობს. კადრი, რომელიც Just Jared-ის პაპარაცებმა ლოს-ანჯელესის ქუჩაში დააფიქსირეს, დევიდ ო. რასელის ახალი ფილმის ერთ-ერთი სცენაა, რომლის გადაღებებიც უკვე რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს.

მარგო რობი კრისტიან ბეილი ახალ ფილმში

ახალი ფილმის შესახებ ჯერ-ჯერობით მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ ნამუშევარი ორიგინალური სცენარის მიხედვით იქმნება, ხოლო ქასთში ისეთი რანგის მსახიობები შედიან, როგორებიც რობერტ დე ნირო, ზოე სალდანა, რამი მალეკი, კრის როკი და სხვები არიან.

მარგო რობის ახალი ფილმი

რაც შეეხება მარგო რობის, ახალგაზრდა მსახიობს ბოლო 2 წლის მანძილზე შესვენება არ აუღია. 2019 წელს კვენტინ ტარანტინოს Once Upon a Time in Hollywood-ის შემდეგ, რობი შერონ ტეიტის როლში Bombshell-ში მოგვევლინა. როლმა მარგოს კარიერაში საუკეთესო შეფასებები და ოსკარის მეორე ნომინაცია მოუტანა.

კრისტიან ბეილის ახალი ფილმი

კრისტიან ბეილი კი მაყურებელმა ბოლოს ჯეიმს მანგოლდის ფილმში Ford v Ferrari იხილა. ამჟამად მსახიობის მონაწილეობით 2 ახალი ნამუშევარი - Thor: Love and Thunder და ჯერ კიდევ უსახელო Untitled David O. Russell Project მზადდება.

ზევით