#კინო

Maria: ანჯელინა ჯოლის პირველი ფოტოები მარია კალასის როლში

გაზიარება:

რეჟისორმა პაბლო ლარეინმა, დღის შუქზე ახალი ბიოგრაფიული დრამის Maria-ს კადრები გამოიტანა. 48 წლის მსახიობი ანჯელინა ჯოლი, რომელიც ფილმში ლეგენდარული ოპერის მომღერლის მარია კალასის როლს მოირგებს, ფოტოებზე ორ განსხვავებულ იმიჯში გვევლინება. ერთში მარიასეული გრაცია და სიამაყე იკვეთება, მეორე ფოტო კი მეტად მელანქოლიური ხასიათისაა და ფილმის სენსიტიურ შინაარსთან უფრო ახლოს დგას. 

ანჯელინა ჯოლი, მარია კალასი, პაბლო ლარეინი,

ნამდვილ ისტორიაზე დაფუძნებული Maria, მოგვითხრობს მსოფლიოს უდიდესი საოპერო მომღერალი ქალის ცხოვრების მღელვარე, ლამაზ და ტრაგიკულ ისტორიას, 1970-იანი წლების პარიზში.

ანჯელინა ჯოლისთან ერთად, პაბლო ლარეინის ახალ ფილმში მონაწილეობენ: პიერფრანჩესკო ფავინო, ალბა რორვაჩერი, ჰალუკ ბილგინერი, კოდი სმიტ-მაკფი და ვალერია გოლინო.

პაბლო ლარეინის წინა ფილმებმა Spencer-მა და Jackie-მ, ოსკარის ნომინაციები კრისტენ სტიუარტს (პრინცესა დიანას როლის შემსრულებელი) და ნატალი პორტმანს (ჟაკლინ კენედი ონასისის როლში) მოუპოვეს. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ Maria, რეჟისორის ყველაზე დიდი პროექტი იქნება, მოსალოდნელია, რომ ის და მისი შემოქმედებითი გუნდი, საკადრის აღიარებას მოიპოვებენ.

ანჯელინა ჯოლი, მარია კალასი, პაბლო ლარეინი,

"აღფრთოვანებული ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა დავიწყო Maria-ს გადაღებები. ვიმედოვნებ, ფილმი შეძლებს და მაყურებელს, მთელი მსოფლიოს გარშემო, მარია კალასისი ღირსშესანიშნავ ცხოვრებას გააცნობს; სტივენ ნაითის შესანიშნავი სცენარის, გუნდის დაუღალავი შრომისა და ანჯელინა ჯოლის ბრწყინვალე შესრულებისა და არაჩვეულებრივი მომზადების წყალობით" - განაცხადა პაბლო ლარეინმა.

კალასს ჰქონდა ვოკალური დიაპაზონი, რომელიც მოიცავდა სამ ოქტავას, რამაც იგი საერთაშორისო საოპერო ვარსკვლავად აქცია. The Guardian-ის ცნობით, იგი გარდაიცვალა პარიზში 1977 წელს გულის შეტევით.

ფილმის გადაღებები 8 კვირა გაგრძელდება და როგორც საფრანგეთში, აგრეთვე საბერძნეთში, ბუდაპეშტსა და მილანში გაიმართება.  

ზევით