#მუსიკა

MONO HALL Batumi - ახალი ლოკაცია ბათუმში დაუვიწყარი თავგადასავლებისთვის

გაზიარება:

ბათუმი ყოველთვის კარგი არჩევანია, მაგრამ მოდი ვაღიაროთ ზაფხულს ამ სიცოცხლით სავსე ქალაქში არაფერი შეედრება. ყველაზე ცხელ სეზონზე ბათუმს განსაკუთრებული ენერგეტიკა, მუხტი და ემოციები მოაქვს, რომელიც საყვარელ ქალაქში ისევ და ისევ გვაბრუნებს.

მზის, სანაპიროსა და ქალაქის ესთეტიკის გარდა ბათუმს მეორე სიცოცხლეც აქვს, რომელიც ღამით დაბნელებისას იწყება და დილამდე გრძელდება. ხმაურიანი მუსიკის, ცეკვისა და კოქტეილების მოყვარულები ყოველთვის დიდი ინტერესით ვეძებთ ახალ ლოკაციებს ჯერ კიდევ ბათუმში გამგზავრებამდე რამდენიმე დღით ადრე, რათა დაუვიწყარი შთაბეჭდილებები შევიქმნათ.

დღეს, სწორედ ჩვენს ახალ რჩეულ ლოკაციას - MONO HALL Batumi-ს წარმოგიდგენთ და მეტ დეტალს მის შესახებ მონოჰოლის დამაარსებლისგან, გიორგი კვაშილავასგან, შევიტყობთ.

ახალი ლოკაცია

ბათუმში იქნება მონოჰოლის მეორე ლოკაცია, ერთგვარი ფილიალი, რომელიც ყოველ ზაფხულს უფრო და უფრო მეტ სიახლეს შესთავაზებს მომხმარებელს, ბათუმში მონოჰოლის იდეა წინა წელს ჩატარებული ღონისძიების შემდეგ გაჩნდა და თითქმის 1 წელია ამ პროექტზე მუშაობა მიმდინარეობს.

ახალი ლოკაცია, ახალი ქალაქი, თავისთავად უდიდეს სირთულეებთან არის დაკავშირებული, კოვიდ პანდემიიდან გამომდინარე, პირველ რიგში, ვფიქრობთ მომხმარებლის უსაფრთხოებაზე, შემდეგ კი მათ კომფორტზე, იმედი გვაქვს სწრაფი ტესტებით სრულად უსაფრთხოს გავხდით ჩვენს ვენიუს.

მზადების პროცესი და უკუკავშირი

ჩვენი გუნდი უკვე 2 თვეზე მეტია აქტიურად მუშაობს ჩვენი გეგმების და დაგეგმილი ღონისძიებების მიტანას მომხმარებელთან, ძირითადად სოციალური ქსელებით ვახორციელებთ, გარდა ამისა აქტიურ ფაზაში შევდივართ და ვიწყებთ ტელე და რადიო გადაცემებითაც, რაც შეეხება მომხმარებლის გამოხმაურებას, მოლოდინებს გადააჭარბა, რაც ალბათ უფრო ჩვენს მიერ დაანონსებული არტისტებით არის, როგორც ქართველი ასევე უცხოელი შემსრულებლებით.

სამომავლო გეგმები

ჩვენს საზაფხულო გეგმებზე საუბრისგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებ, რა თქმა უნდა გვექნება გარკვეული სახის სიურპრიზები და მომხმარებელი ამ ყველაფრის შესახებ პერიოდულად გაიგებს. ჩვენს მომხმარებლებს დაუვიწყარ საღამოებს ვპირდებით და ეს უბრალო სიტყვები ნამდვილად არაა, ამაში ყველა ერთად დავრწმუნდებით.

ზევით