#კინო

მონტე-კარლოს რიგით 62-ე ფესტივალის ძირითადი მომენტები და გამარჯვებულები

გაზიარება:

16-დან 20 ივნისის ჩათვლით, მონაკომ, საერთაშორისო სატელევიზიო ფესტივალს, რიგით 62-ე Monte-Carlo Television Festival-ს უმასპინძლა. პრინცი რანიე III-ის მიერ 1961 წელს დაარსებული, მონტე-კარლოს სატელევიზიო ფესტივალი, ყოველწლიურად სატელევიზიო სტუდიებს, სამაუწყებლო ქსელებს, ციფრულ პლატფორმებს და გამორჩეული ნიჭის მქონე შემოქმედებს, თავს ერთ სივრცეში უყრის და ფესტივალის ფარგლებში, საუკეთესოებს, ოქროს ნიმფას ჯილდოსაც გადასცემს. 

მონტე-კარლოს სატელევიზიო ფესტივალი

დაჯილდოების ცერემონია, ტრადიციულად, დასკვნით საღამოს გაიმართა, 20 ივნისს 18 ნომინაციაში გამარჯვებულები საჯაროდ გამოვლინდნენ. საუკეთესო მხატვრული ფილმის ნომინაციაში წელს, ფრანგულმა ფილმმა Le Colosse aux Pieds d’Argile-მა მოიპოვა გამარჯვება, საუკეთესო სატელევიზიო სერიალად კი ავსტრალიური-ბრიტანული პროდუქცია Ten Pound Poms იქცა.

საპატიო ოქროს ნიმფის ჯილდო ცნობილ ჰოლივუდელ პროდიუსერსა და მწერალ ჰოვარდ გორდონს პირადად გადასცა მისმა უდიდებულესობამ მონაკოს პრინცესა შარლინმა. საპატიო ნიმფა არის ფესტივალის უმაღლესი ჯილდო, რომელიც ინდუსტრიაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ენიჭება გამარჯვებულს. ჰოვარდ გორდონი არის სცენარისტი და ჰოლივუდის პროდიუსერი ისეთი ეკრანიზაციების, როგორებიცაა: X-Files, Homeland and Accused, Aux frontières du réel და 24 heures chrono.

გასული კვირის განმავლობაში ფესტივალმა უმასპინძლა საპრემიერო ჩვენებების გამორჩეულ ხაზს: ხუთდღიანი ღონისძიების განმავლობაში წარმოდგენილი იყო ოთხი მსოფლიო, ოთხი საერთაშორისო, ერთი ევროპული და ორი ფრანგული პრემიერა.

რასაკვირველია, ყურადღების ცენტრში მოექცა მონტე-კარლოს სატელევიზიო ფესტივალის წითელი ხალიჩაც, რომელმაც კინოინდუსტრიის არა ერთ ცნობილ სახეს უმასპინძლა და არამარტო:

ჯოშ დუჰამელი და ოდრა მარი
უორენ ბრაუნი და ანა ვულჰაუსი
ირინა ტეტერი
შეინ ვესტი
მარი როიტერი
რიკი უიტლი და  Lena Situations

 

ზევით