მსახიობები, რომლებმაც ეკრანებზე ედინბურგის ჰერცოგის, პრინცი ფილიპის როლი მოირგეს

დღეს დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახისთვის ტრაგიკული დღეა, ბუკინგემის სასახლის ცნობით, 2021 წლის 9 აპრილს, უინძორის სასახლეში 99 წლის პრინცი ფილიპი გარდაიცვალა. ედინბურგის ჰერცოგის, საბერძნეთისა და დანიის პრინცის ადრეული ცხოვრების წლებისა და მისი ცხოვრების ყველაზე დიდი სიყვარულის დედოფალ ელისაბედ II-ის შესახებ დაწვრილებით გიამბეთ, ახლა კი იმ კინოპროდუქტებს წარმოგიდგენთ, რომლებიც პრინცი ფილიპის ცხოვრების დეტალებს, მის ქარიზმას, ჩვევებს, მეტსახელებსა და ოჯახთან ურთიერთობას წარმოგვიდგენდა.

მეთ სმიტი

ახალგაზრდა, ქარიზმატული და ფეთქებადი პრინფი ფილიპის როლს, Netflix-ის სატელევიზიო დრამა The Crown-ში ცნობილი მსახიობი მეთ სმიტი ასრულებდა. სმიტმა იდეალურად მოახერხა ედინბურგის ჰერცოგის მანერების, მიხვრა-მოხვრისა და საუბრის მანერის ათვისება და მაყურებელთან მიტანა.

ტობიას მენზიესი

The Crown-ის მესამე სეზონიდან, მეთ სმიტს პრინცი ფილიპის როლზე, ტობიას მენზიესი ანაცვლებს, გარდა საოცარი ვიზუალური მსგავსებისა, ტობიასი იდეალურად ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას, ედინბურგის ჰერცოგის დრამატული, ტრაგიკული თუ სიხარულით სავსე ცხოვრებისეული დეტალების ჩვენებას.

ჯონათან პრაისი

The Crown-ის მომავალ, მე-5 სეზონში, ედინბურგის ჰერცოგს უკვე ხანდაზმულობის ასაკში ვიხილავთ. 1990-იანი წლებიდან მოყოლებული, გახმაურებული სამეფო განქორწინებებისა და პრინცესა დიანას გარდაცვალების შესახებ, სერიალი სამეფო ოჯახის ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდზე ფოკუსირდება და დიდი ალბათობით, პრინცი ფილიპის გარდაცვალებამდე, მის როლს სწორედ ჯონათან პრაისი შეასრულებს.

ჯეიმს კრომველი

ედინბურგის ჰერცოგის როლის, კიდევ ერთი ბრწყინვალე შესრულება ჯეიმს კრომველს ეკუთვნის, პიტერ მორგანის ფილმ The Queen-ში, რომელშიც მოქმედება პრინცესა დიანას გარდაცვალების შემდეგ ვითარდება და ტრაგედიის მიმართ საზოგადოების მძაფრ რეაქციებს აღწერს.

კრისტოფერ ლი

სანამ ეკრანებზე, სამეფო ოჯახის წევრების, პრინცი ჰარისა და მეგანის თუ პრინცი უილიამისა და ქეითის სიყვარულის ისტორიები გამოჩნდებოდა, 1982 წელს მსოფლიომ Charles & Diana: A Royal Love Story იხილა, რომელიც პრინცი ფილიპის როლს შესანიშნავი კრისტოფერ ლი ასრულებდა.

ზევით