#კინო

ბოროტი შარლიზ თერონი, ზღაპრული კერი ვაშინგტონი და Netflix-ის ახალი სენსაცია - The School for Good and Evil

გაზიარება:

ფანტასტიკის ჟანრის მოყვარულებს ამ სიახლის გაგების შემდეგ, ტანში ჟრუანტელი დაუვლით! Netflx მორიგ სენსაციას გვიმზადებს. რეჟისორი - პოლ ფეიგის ახალი ფილმის The School for Good and Evil ქასთი ცნობილია. სომან ჩაინანის წიგნის ადაპტაციაში მთავარ როლებს შარლიზ თერონი და კერი ვაშინგტონი შეასრულებენ. 

შარლიზ თერონი და კერი ვაშინგტონი ნეტფლიქსის ფილმი

კინო მოყვარულებს სიახლე twitter-ის საშუალებით თავად ფილმის რეჟისორმა გაანდო. მოგვიანებით Instagram-ზე ფოტო შარლიზ თერონმაც გამოაქვეყნა, რომელსაც ფრაზა - „Let's Go!" დაურთო. 

The School for Good and Evil საუკეთესო მეგობრების - სოფისა და აგატას შესახებ მოგვითხრობს. ისინი პრესტიჟულ აკადემიაში სწავლობენ, სადაც ჩვეულებრივ გოგონებსა და ბიჭებს ზღაპრის დადებით და ბოროტ პერსონაჟებად ზრდიან. სოფი დარწმუნებულია, რომ ის კონკიასა და ფიფქიას გზას გაჰყვება, ხოლო აგატა ბოროტების კლასისთვის იდეალური კანდიდატი ჩანს. სინამდვილეში, ყველაფერი პირიქით ხდება. 

შარლიზ თერონი ბოროტი გმირი ნეტფლიქსი

შარლიზ თერონისთვის ბოროტი პერსონაჟის იმიჯი უცხო ნამდვილად არაა. Snow White and the Huntsman-ში შესრულებული დედოფლის როლის შემდეგ, მსახიობი „ბოროტების კლასის" დეკანად მოგვევლინება.

კერი ვაშინგტონი სკანდალი ნეტფლიქსი

კერი ვაშინგტონისთვის კი Scandal-ის შემდეგ ზღაპრული გმირის იმიჯი ნამდვილად სიახლეა. პროფესორი კლარისა დოვი „კეთილების კლასის" დეკანი და შარლიზ თერონის გმირის უახლოესი მეგობარია. 

ზევით