#კინო

Netflix-მა ანდრო ჯაფარიძის პერსონაჟს სახალისო მიმი მიუძღვნა

გაზიარება:

ცოტა მსახიობს თუ შესწევს იმის უნარი, მაყურებელს, შესრულებული როლით შეაყვაროს ან უკიდურეს შემთხვევაში შეაძულოს საკუთარი პერსონაჟი, ანდრო ჯაფარიძემ ეს ნამდვილად მოახერხა. Netflix-ის გახმაურებულ მძაფრსიუჟეტიან ტრილერში Extraction II-ში, რომელშიც ათეულობით ქართველმა მსახიობმა მიიღო მონაწილეობა, უკვე რამდენიმე დღეა საკაბელო ტელევიზიის ყველაზე ნახვადი ფილმის სტატუსს ინარჩუნებს.

ანდრო ჯაფარიძე ფილმში ერთ-ერთ მთავარ - სანდრო რადიანის როლს ასრულებს. თინეიჯერს, რომელსაც ერთი მხრივ მამის მოძღვრების, მისი საგვარეულო მემკვიდრეობისა და მეორე მხრივ დედის მიერ ნაბოძებ თავისუფლებას შორის უწევს არჩევანის გაკეთება, თავისი გულუბრყვილო გადაწყვეტილებებით მაყურებლების კრიტიკას მთელი ფილმის განმავლობაში იმსახურებს.

2 დღის წინ, Netflix-ის ოფიციალურ გვერდზე ანდრო ჯაფარიძის პერსონაჟისთვის მიძღვნილი მხიარული მიმიც გამოჩნდა შემდეგი წარწერით: ორშაბათი რომ ადამიანი ყოფილიყო, პოსტის აღწერაში კი ვკითხულობთ "სანდრომ Extraction 2-დან ნამდვილად გამოცადა ჩემი მოთმინება". სანდრომ, მართლაც თითოეული ჩვენგანის მოთმინება გამოცადა ფილმის მსვლელობისას, ეს მიმი კი კიდევ დიდხანს დარჩება ისტორიას.

ზევით